პრემიერმინისტრობის კანდიდატის მამუკა ბახტაძის განცხადებით, ახალი მთავრობა შემოდგომაზე განათლების რეფორმას წამოადგენს. მამუკა ბახტაძე ამბობს, რომ განათლების სექტორის ბიუჯეტი ორნიშნა რიცხვი უნდა იყოს. მამუკა ბახტაძეს საპარლამენტო უმრავლესობის ფორმატში უსმენენ.
“განათლება და ახალგაზრდობა – მე ჩემს გამოსვლაში გულწრფელად ვთქვი, რომ ეს არის ჩემი ცხოვრების მთავარი პრიორიტეტი, ეკონომიკური რეფოპრმები დაგვეხმარება იმაში, რომ სიღარიბე შევამციროთ, მაგრამ პირდაპირ მინდა ვთქვა, რომ ჩვენ საქართველო ვერ გავხდებით განვითარებული ეკონომიკა თუ არ განვახორციელებთ განათლების სისტემაში მასშტაბურ ინვესტიციებს და ფუნდამენტურ რეფორმას. ეს არის ერთადერთი და მთავარი წინაპირობა იმისთვის, რომ 21- ე საუკუნეში საქართველოს ეკონომიკა გახდეს განვითარებული. აქედან გამომდინარე, ჩვენ შემოდგომოზე წარმოვადგენთ ძალიან მნიშვნელოვან საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც უზრუნველყოფს იმას, რომ საქართველოს ეკონომიკაში სწორედ განათლება გახდება დომინანტი სექტორი და უზრუნველყოფს იმას, რომ საქართველოს ეკონომიკაში განათლების სექტორს ჰქონდეს მინიმუმ ორნიშნა ციფრი,”- განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
პრემიერმინისტრობის კანდიდატს დღესვე ოპოზიციაც მოუსმენს.