LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამინისტროების ოპტიმიზაციაზე კონსულტაციები მიმდინარეობს – მიხეილ გიორგაძე

78

„სამინისტროების შერწყმა, ზოგადად, შეუძლებელი არ არის, თუმცა კონკრეტულ სამინისტროებზე საუბრისგან თავს შევიკავებ,“ – ამის შესახებ კულტურისა და სპორტის მინისტრობის კანდიდატმა, მიხეილ გიორგაძემ პარლამენტში განაცხადა.

გიორგაძის თქმით, სამინისტროების ოპტიმიზაციის საკითხზე კონსულტაციები მიმდინარეობს.

როგორც მან აღნიშნა, მინისტრთა ახალი კაბინეტის წევრების წარდგენა პრემიერმინისტრის პრეროგატივაა და გადაწყვეტილებას ის მიიღებს.

საქართველოს მთავრობის შემადგენლობისა და სამთავრობო პროგრამისთვის – „თავისუფლება, სწრაფი განვითარება, კეთილდღეობა“ ნდობის გამოცხადების საკითხზე დღეს პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე იმსჯელებენ. ამასთან, საქართველოს პრემიერმინისტრობის კანდიდატმა, მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რომ მთავრობის შემადგენლობა სტრუქტურული ცვლილებების შემდეგ შეიცვლება. სტრუქტურული რეფორმების ფარგლებში სამინისტროების რაოდენობა 14-დან 11-მდე შემცირდება.

 

magti 5g