LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლუკაშენკო ევროპაში გაზის ტრანზიტის შეწყვეტით იმუქრება

59
ლუკაშენკო

იმ შემთხვევაში თუ ევროკავშირი ბელარუსის წინააღმდეგ სანქციებს დააწესებს, ქვეყნის პრეზიდენტი გაზის ტრანზიტის შეწყვეტით იმუქრება.

“ჩვენ ვათბობთ ევროპას, ისინი კი გვემუქრებიან. თუკი საზღვრის ჩაკეტვით გვემუქრებიან, რა მოხდება თუ ჩვენ შევწყვეტთ ბუნებრივ აირს?” – აცხადებს ლუკაშენკო.

“როიტერსის” ინფორმაციით, ალექსანდრ ლუკაშენკო ურჩევს პოლონეთის ხელმძღვანელობას, ლიეტუველებს და “სხვა უტვინო ხალხს” დაფიქრდნენ სანამ რამეს იტყვიან.

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ პოლონეთი-ბელარუსის საზღვართან მიგრანტების თავმოყრა ალექსანდრე ლუკაშენკოს რეჟიმის მიერ მეზობელი ქვეყნების წინააღმდეგ ჰიბრიდული თავდასხმაა.

მისი თქმით, მომავალი კვირის დასაწყისში ევროკავშირი გააფართოებს ბელარუსის რეჟიმის საწინააღმდეგო სანქციებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g