LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პეკინში სი ძინპინის და ალექსანდრ ლუკაშენკოს შეხვედრა გაიმართა

110
შეხვედრა

პეკინში ჩინეთის პრეზიდენტი, სი ძინპინი და ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო ერთმანეთს შეხვდნენ.

როგორც ჩინური მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თავმჯდომარემ სი ძინპინმა, ბელარუსის რესპუბლიკის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო პეკინში, სახელმწიფო რეზიდენციაში 29 ივნისს, დღის პირველ ნახევარში მიიღო“.

ბელარუსის სახელმწიფო სააგენტო „ბელტას“ ცნობით, ჩინეთი ლუკაშენკოს მასშტაბური ტურნეს პირველი გაჩერება გახდა. ტურნე აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებს მოიცავს.

სააგენტოს ცნობით, აზიის ქვეყნებთან თანამშრომლობის გაღრმავება ბელარუსის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია და ქვეყნის მრავალვექტორული საგარეო პოლიტიკის მნიშვნელოვანი ნაწილია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g