LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სინოდის სხდომაზე სავარაუდოდ, უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხზე იმსჯელებენ

120

საპატრიარქოში სინოდის სხდომა რამდენიმე წუთში დაიწყება. ადგილზე მღვდელმთავრები უკვე იკრიბებიან. საპატრიარქოში მივიდა ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტი ანტონი.

როგორც ის ჟურნალისტებთან საუბრისას ამბობს, სინოდის სხდომაზე საუბარი, შესაძლოა იყოს უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხთან დაკვშირებითაც.

ჟურნალუსტები ასევე დაინტერესდნენ, განიხილება თუ არა პატრიარქის თანამოსაყდრის საკითხი, რაც მიტროპოლიტმა ანტონმა უარყო. “საიდან მოგაქვთ?!”- განაცხადა მან.

მცირე კომეტარი გააკეთა საპატრიარქოში შესვლამდე მეუფე პეტრემ, რომელმაც განაცხადა, რომ ბოლო 8 თვის განმავლობაში, რაც სინოდის სხდომა არ ჩატარებულა, ბევრი საკითხი დაგროვდა. ჟურნალისტები დაინტერესდნენ, იქნება თუ არა პატრიარქის თანამოსაყდრეზე საუბარი, რაზეც მეუფე პეტრემ განაცხადა, რომ ამ საკითხზე პატრიარქისგან განმარტებებს ელოდებიან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g