LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„პატრიარქის გადაყენება დღის წესრიგში არ არსებობს და არც იარსებებს.. როგორ შეიძლება? ეს დაწესებულება ხომ არ არის, ღმერთი წყვეტს ზემოდან“ – მეუფე მიქაელი

187
Untitled design (3)

დღეს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომა იმართება. წინასწარ უცნობია, რა საკითხებზე იმსჯელებენ სხდომაზე სინოდის წევრები.

როგორც სხდომის დაწყებამდე, ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ მეუფე მიქაელმა განაცხადა, პატრიარქის გადადგომის საკითხის დაყენება დღის წესრიგში არ იქნება:

„არ არსებობს და არც იარსებებს დღის წესრიგში პატრიარქის გადაყენება. ეს დაწესებულება ხომ არ არის? ღმერთი წყვეტს ზემოდან..

ყველას გილოცავთ მამა გაბრიელის ხსენების დღეს, რა საკითხებზეც ვიმსჯელებთ, რომ გამოვალთ, აუცილებლად გეცოდინებათ. ახლა მივდივართ და ვარკვევთ საკითხებს. არა, როგორ გეკადრებათ, რა გადადგომა, როგორ შეიძლება.

არ ვიცი, ამაზე თეოლოგები რატომ საუბრობენ, ჩვენ ეპისკოპოსები ვართ და ვართ დინჯად, წყნარად, საქართველოს გაძლიერებაში და ეკლესიის გაძლიერებას ვემსახურებით“, – თქვა მეუფე მიქაელმა.

ამასთან, როგორც ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტმა, მეუფე ანტონმა განაცხადა, თუ სინოდის დღევანდელ სხდომაზე პატრიარქი მისი გადადგომის საკითხს დააყენებს, წინააღმდეგობას გაუწევენ:

„[პატრიარქის გადადგომაზე] ყველა წინააღმდეგი ვიქნებით, ყველა წინააღმდეგი ვართ. არცერთი მღვდელმთავარი არ არის, რომელიც პატრიარქის გადადგომას მხარს დაუჭერს.

შანსი არ არის, იმიტომ, რომ პატრიარქი არის პატრიარქი, ის არის მხცოვანი და პატივს იმსახურებს ყველა ჩვენგანისგან, ჩვენი მაკურთხებელია და მთელს საქართველოს უყვარს. მაინც შევეწინააღმდეგებით, აბსოლუტურად შევეწინააღმდეგებით.

აქ არის ერთიანობა. არამც და არც არ დადგება ეს საკითხი. საკითხი თვითონ შეიძლება გამოიტანოს, მაგრამ ჩვენ შევეწინააღმდეგებით. ამის მოლოდინი ნამდვილად არ მაქვს“, – აღნიშნა მეუფე ანტონმა.

სინოდის სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობების სამსახურის ხელმძღვანელმაც.

დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, რა საკითხებზე იმსჯელებენ სინოდის წევრები დღევანდელ სხდომაზე, წინასწარ უცნობია, თუმცა არ არის გამორიცხული, რომ ზოგადად მიმდინარე ომის საკითხს გამოეხმაურონ.

ფოტო სლაიდზე: IPN
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები