LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეუფე ანტონი – როგორც კი შედგება პირველი სინოდი, ყველა საკითხს დავაყენებთ – ბავშვების წამლის საკითხები, შეწყალებები, პატიმრობები – ყველანი მობილიზებულები ვართ, რომ ეს საკითხები განვიხილოთ

128
მეუფე ანტონი

პირველი სინოდი როგორც კი შედგება, ყველა საკითხს დავაყენებთ – ბავშვების წამლის საკითხები, შეწყალებები, პატიმრობები , – ამის შესახებ ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტმა, მეუფე ანტონ ბულუხიამ ჟურნალისტს განუცხადა.

„პირველი სინოდი, როგორც კი შედგება, ყველა საკითხს დავაყენებთ, დავიწყებთ მეთოდოლოგიურად ყველა საკითხზე – იქ ბავშვის წამლის საკითხები, შეწყალებები, პატიმრობები. რა თქმა უნდა, განვიხილავთ“, – განაცხადა მეუფე ანტონმა.

დიუშენის დაავადების მქონე ბავშვების მედიკამენტებთან დაკავშირებით მისი პოზიციის შესახებ დასმულ კითხვაზე, მიტროპოლიტმა თქვა, რომ მისი პოზიცია ისეთივეა, როგორიც ყველა ჯანსაღ ადამიანს უნდა ჰქონდეს.

„როგორ რა პოზიცია მაქვს, რა პოზიცია მაქვს და რაც ყველა ჯანსაღ ადამიანს უნდა ჰქონდეს, რა თქმა უნდა, დადებითი პოზიცია“, – განაცხადა მიტროპოლიტმა.

მეუფე ანტონის თქმით, ხელისუფლებასთან სინოდს „აუცილებლად, რა თქმა უნდა, ექნება“ რეკომენდაციები.

მისივე განცხადებით, საკითხები სინოდის სხდომაზე თავისთავად დადგება განსახილველად და ყველა მობილიზებულია განსახილველად.

„თავისთავად დადგება, მეც რომ არ დავაყენო, ყველანი მობილიზებულები ვართ, რომ ეს საკითხები განვიხილოთ“, – აღნიშნავს მეუფე ანტონი “ტვ პირველთან“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g