LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ასე უცებ როგორ აუჯანყდა სისტემას რაშიც იყო? უნდა მოვინახულო და შევეკითხო – რატომ სოსო? ასე მგონია ვიღაცამ ძალიან შეუჩხიკინა: მეუფე ანტონი სოსო გოგაშვილის მონახულებას გეგმავს

632
მეუფე ანტონი

ვანისა და ბაღდათის ეპისკოპოს მეუფე ანტონს აინტერესებს რის სანაცვლოდ დაუპირისპირდა სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსანი სოსო გოგაშვილი სისტემას, რომლის ნაწილიც თავად იყო. აღნიშნულ კითხვაზე პასუხის მისაღებად მეუფე ანტონი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მისვლას და სოსო გოგაშვილის მონახულებას გეგმავს.

„კურიერთან“ სატელეფონო ინტერვიუში ეპისკოპოსი ამბობს, რომ სოსო გოგაშვილის მიერ გაჟღერებული ბრალდებები ეჭვს ბადებს, რომ ყოფილი მაღალჩინოსანი ხელისუფლებას აშანტაჟებს.

„ვეცდები რომ მას შევხვდე და ალბათ ავიღებ, მართლა ავიღებ იმის უფლებას, რომ მოვინახულო და პირადად შევეკითხო – რატომ სოსო, შენ ხომ, მაპატიე და შეგზავნილი არ იყავი. გამაღიზიანა იმან, რომ სადაც იყო, ახლა იწყებს იმ სისტემების მხილებას, მაგას ჩვენებურად შანტაჟი ჰქვია და არ შეიძლება. დღევანდელ პოზიციას ვერ ვგებულობ, უცებ ასე როგორ აუჯანყდა, იმ სისტემას რაშიც იყო, რასაც ემსახურებოდა, ასე მგონია ვიღაცამ ძალიან შეუჩხიკინა“, – აცხადებს მეუფე ანტონ ბულუხია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები