LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სოსო გოგაშვილს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

140
Untitled design

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილ მოადგილეს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ვალერიან ბუგიანიშვილმა გამოაცხადა.

გოგაშვილი სასამართლომ ბრალად წარდგენილ ხუთივე მუხლში დამნაშავედ ცნო.

ცნობისათვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის ყოფილი მოადგილე სოსო გოგაშვილი 2022 წლის 16 ივლისს დააკავეს.

სუსის ყოფილ მაღალჩინოსანს ბრალად ედებოდა:

  • სახელმწიფო საიდუმლოების განზრახ გახმაურება;
  • პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვება და შენახვა;
  • მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია;
  • პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვება, შენახვა, გავრცელება მასობრივი მაუწყებლობის მეშვეობით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით;
  • ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა.

ამავე თემაზე:

გოგაშვილი მურუსიძეს: „ჩემო მურუს, ახლა შენ ამას თუ გინდა მუქარა დაარქვი, მე მხილებას ვეძახი“

გოგაშვილი: პირადი ცხოვრების კადრების საქმე გახსნილი და გამოძიებულია, შოთაძეს თაროზე უდევს – ამდენი სიბინძურის კეთება როგორ შეგიძლიათ

ახლა ციხეში და გარეთ ყოფნას ერთი ფასი აქვს, რადგან თავისუფლება გარეთ პირობითია, რომელიც შეუმჩნევლად დავკარგეთ და შევეგუეთ – რა მიმართვას ავრცელებს სოსო გოგაშვილი 

“ბოლო მუქარა ოჯახის ლიკვიდაცია იყო” – გოგაშვილის ცოლი

„შკოდებით მოვიდნენ, კარის გაღებას ითხოვენ, მანამდე რაც არ ჰქონდათ დაყადაღებული, ყველაფერი დააყადაღეს და თან მიჰყავთ ავტომანქანები“ – სოსო გოგაშვილის შვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები