LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„შკოდებით მოვიდნენ, კარის გაღებას ითხოვენ, მანამდე რაც არ ჰქონდათ დაყადაღებული, ყველაფერი დააყადაღეს და თან მიჰყავთ ავტომანქანები“ – სოსო გოგაშვილის შვილი

160
Untitled design

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი მაღალჩინოსნის, დაკავებული სოსო გოგაშვილის შვილი სოციალურ ქსელში ვიდეოებს ავრცელებს და წერს, რომ მათ სახლში სუსის გამომძიებლები მივიდნენ.

ახლახან გამოქვეყნებულ პოსტში ნინი გოგაშვილი წერს, რომ მათ დაუყადაღეს ყველაფერი, რაც ამ დრომდე დაყადაღებული არ იყო და თან ავტომანქანები მიჰყავთ:

„20 სექტემბრის ახალი სასამართლო განჩინების საფუძველზე, დააყადაღეს დედაჩემზე, ჩემს ძმაზე, დეიდაჩემზე და დამატებით კიდევ ჩვენი გარემოცვის საკუთრებაში არსებული ქონება, ანუ რაც არ ჰქონდათ მანამდე დაყადაღებული, ყველაფერი დააყადაღეს და თან მიჰყავთ ავტომანქანები!

განჩინებაში არ წერია, რომ უნდა შეგვეზღუდოს სარგებლობის უფლება, მაგრამ არღვევენ კანონს და მიჰყავთ ჩვენი მანქანები, რისი უფლებაც არ აქვთ და რასაც აუცილებლად გავასაჩივრებთ!“, – წერს ნინი გოგაშვილი.

მანამდე სოსო გოგაშვილის შვილმა განაცხადა:

„ბიძინა ივანიშვილმა კიდევ გამოგზავნა ჩვენთან, შკოდებით არის მოსული რამდენიმე კაცი, ერთი საყვარელი ბიჭუნა ვიდეოსაც მიღებს, არაფერი გამორჩეთ, ავტომატებით რომ შემოვარდებიან, რომ დაინახონ როგორ გვტანჯავენ და კიდევ ერთი მაგალითი იყოს მისთვის, ვინც ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ რაიმე საპირისპირო განცხადებას გააკეთებს.

ვეკითხებით ვინ ხართ, სახელს და გვარს, ტელეფონის ნომერს, არ მეუბნებიან, კარის გაღებას ითხოვენ“, – ამბობს ნინი გოგაშვილი.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g