LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გოგაშვილის შვილი: შეიძლება ჩვენი გამოსახლება მოხდეს, დაკავებასაც ველოდებით, შეიძლება გაგვანადგურონ, რაღაც ავარიაში მოვყვეთ, გაზით გავიგუდოთ და ა.შ

95
Untitled design

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი მაღალჩინოსნის, დაკავებული სოსო გოგაშვილის შვილი რამდენიმე დღის წინ მათ სახლში ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებებს აფასებს.

„გრიგოლ ლილუაშვილს ფოტოსესიის დღე აქვს“ – გოგაშვილის სახლში გამომძიებლები და ექსპერტები მივიდნენ

როგორც „ინტერპრესნიუსი“ წერს, ნიკა გოგაშვილის განცხადებით, ის უარესსაც ელოდება და ამბობს, რომ შესაძლოა მათი ოჯახის წევრები დააკავონ ან გაანადგურონ:

„ეს ემსახურება არა გამომძიებლების, არამედ მთავრობის მხრიდან ფსიქოლოგიურ ზეწოლას, ასევე იმას, რომ ჩვენი გამოსახლება მოხდეს საცხოვრებელი სახლიდან.

საზოგადოება რაღაც ისტორიული მოვლენის მომსწრე ვხდებით, რადგან მთელი 10 წლის განმავლობაში, მსგავსი მეთოდებით საერთოდ არავის მოჰქცევიან. ამაზე უარესსაც ველოდებით, ჩვენს დაკავებასაც ველოდებით, შეიძლება გაგვანადგურონ, რაღაც ავარიაში მოვყვეთ, გაზით გავიგუდოთ და ა.შ.“, – განაცხადა ნიკა გოგაშვილმა.

დღესვე, ნიკა გოგაშვილი სოსო გოგაშვილის დაცვის უფროსის, ალექსანდრე სამხარაძისთვის ბრალის წარდგენასაც გამოეხმაურა.

ადვოკატი: გოგაშვილის დაცვის უფროსი ბრალს აღიარებს და საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ელის

„ალეკოს ცხოვრებაში დანაშაული არ ჩაუდენია. სანამ მამაჩემი სისტემას არ დაუპირისპირდა, იქამდე ალეკოსთან სახლში არათუ სამართალდამცავი, ინსპექტორიც კი არ შესულა. ჩვენ მზად ვართ ყველაფრისთვის, მათ შორის, ოჯახი, არაფრის არ გვეშინია, არც მთავრობის, არც კერპების, მარტო ღმერთის გვეშინია, ბოლო ამოსუნთქვამდე ვიბრძოლებთ. რაც უნდათ გააკეთონ, ჩვენ არაფრის გვეშინია“, – განაცხადა ნიკა გოგაშვილმა.

შეგახსენებთ, გენერალური პროკურატურის განცხადებით, სოსო გოგაშვილი ბრალდებულია სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების, პერსონალური მონაცემების ხელყოფის და ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტებზე, რაც გამოიხატა შემდეგში:

ბრალდებულმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან უკანონოდ გატანილი საიდუმლო მასალები შეინახა საკუთარ სახლში, რითაც შექმნა სახელმწიფო საიდუმლოების გახმაურების საფრთხე, ხოლო ინფორმაციის ნაწილი – პერსონალური მონაცემები მისი მონაწილეობით გავრცელდა საჯარო სივრცეში, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

მოგვიანებით გოგაშვილს დამატებით ახალი ბრალდება სახელმწიფო საიდუმლოების განზრახ გახმაურების და პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტებზე წარედგინა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g