LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

4 წლით პატიმრობა მიესაჯა სანიტარს, რომელმაც შვილი ბათუმში, კლინიკის საპირფარეშოში გააჩინა, შემდეგ კი მას სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანებები მიაყენა

112
პატიმრობა

ბათუმის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დედის მიერ ახალშობილის განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო – ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

ბათუმში, კლინიკაში დედამ ახალშობილის მკვლელობა სცადა – ექიმის ინფორმაციით, ჩვილს დაზიანებები ყელის არეში აქვს მიყენებული

საგამოძიებო უწყების ცნობით, სასამართლომ ბრალდებულს სასჯელის სახედ და ზომად 4 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

ახალშობილი, რომლის მკვლელობაც ბათუმში დედამ სცადა, გარდაიცვალა – კლინიკა „მედინა“ განცხადებას ავრცელებს

„სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 22 თებერვალს, ბათუმის ერთ-ერთი კლინიკის საპირფარეშოში, ამავე კლინიკის სანიტარმა იმშობიარა, რის შემდეგაც, ახალშობილის მოკვლის განზრახვით, მას სხეულის სხვადასხვა არეში სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანებები მიაყენა და სამედიცინო ნარჩენებისთვის განკუთვნილ პოლიეთილენის პარკში მოათავსა.

ახალშობილს, რომელიც სიცოცხლისთვის სახიფათო მდგომარეობაში იმყოფებოდა, კლინიკის სამედიცინო პერსონალმა გადაუდებელი და კომპლექსური სამედიცინო დახმარება გაუწია, თუმცა მიღებული დაზიანებების სიმძიმის გამო, იგი 27 მარტს, კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში გარდაიცვალა.

ბათუმის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 112-ე მუხლით (დედის მიერ ახალშობილის განზრახ მკვლელობა მშობიარობის შემდეგ უმალვე) წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნო და სასჯელის სახედ და ზომად 4 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, – წერია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

პროკურატურა – კლინიკის სანიტარმა საპირფარეშოში მშობიარობის შემდეგ, მოკვლის განზრახვით, ახალშობილს სხეულის სხვადასხვა არეში სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანებები მიაყენა და სამედიცინო ნარჩენების პოლიეთილენის პარკში მოათავსა

კლინიკა „მედინას“ სანიტარს, რომელმაც საპირფარეშოში იმშობიარა და ახალშობილს დაზიანებები მიაყენა, პატიმრობა შეეფარდა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები