LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მთავარი » ჩვილის მკვლელობის მცდელობა

ჩვილის მკვლელობის მცდელობა

4 წლით პატიმრობა მიესაჯა სანიტარს, რომელმაც შვილი ბათუმში, კლინიკის საპირფარეშოში გააჩინა, შემდეგ კი მას სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანებები მიაყენა

„ახალშობილს, რომელიც სიცოცხლისთვის სახიფათო მდგომარეობაში იმყოფებოდა, კლინიკის სამედიცინო პერსონალმა გადაუდებელი და კომპლექსური სამედიცინო დახმარება გაუწია, თუმცა მიღებული დაზიანებების სიმძიმის გამო, იგი 27 მარტს, კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში გარდაიცვალა...“

ახალშობილი, რომლის მკვლელობაც ბათუმში დედამ სცადა, გარდაიცვალა – კლინიკა „მედინა“ განცხადებას ავრცელებს

„ვიზიარებთ მომხდარით გამოწვეულ ღრმა ტკივილს და თანავუგრძნობთ ყველა იმ ადამიანს, ვისთვისაც ეს ტრაგედია მძიმე დანაკარგია“ - წერია კლინიკის განცხადებაში.

ბათუმში მძიმე მდგომარეობაში მყოფი ახალშობილის მკურნალობაში, ჯანდაცვის სამინისტროსთან კოორდინაციით, იაშვილის ბავშვთა საავადმყოფო ჩაერთო – ბავშვს რთული ოპერაცია ჩაუტარდა

როგორც სამინისტროში აცხადებენ, სამინისტროს წარმომადგენლები ფაქტის დადგომისთანავე დაუკავშირდნენ კლინიკის ადმინისტრაციას და ადგილზე შესაბამისი დახმარება შესთავაზეს.