LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ბოლო მუქარა ოჯახის ლიკვიდაცია იყო” – გოგაშვილის ცოლი

83
თეა მარტყოფიშვილი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი მაღალჩინოსნის სოსო გოგაშვილის ცოლი, თეა მარტყოფლიშვილი აცხადებს, რომ მათ ოჯახს ლიკვიდაციით დაემუქრნენ.

როგორც ის აღნიშნავს, მუქარა კონკრეტულად გომელაურისგან და ლილუაშვილისგან განხორციელდა.

“სოსო გოგაშვილი მათი პოლიტპატიმარია და იმ განცხადებების საფუძველზე, რომელსაც ის აკეთებს მე-12 დაწესებულებიდან ჩვენ გვსჯიან. იყო მუქარები, რომ ყველაფერს გააკეთებდნენ. მათ ხელშია პროკურატურა. ვახტანგ გომელაურისგან და გრიგოლ ლილუაშვილისგან იყო მუქარები. ბოლო მუქარა იყო ოჯახის ლიკვიდაცია. ალბათ როდესაც ყველაფერს ჩამოგვართმევენ, ჩაგვხოცავენ”, – აცხადებს გოგაშვილის ცოლი.

შეგახსენებთ, რომ სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნის სახლში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს, სადაც გოგაშვილის შვილის განცხადებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები მათი კუთვნილი ავტომობილების ამოღების მიზნით მივიდნენ.

 

„შკოდებით მოვიდნენ, კარის გაღებას ითხოვენ, მანამდე რაც არ ჰქონდათ დაყადაღებული, ყველაფერი დააყადაღეს და თან მიჰყავთ ავტომანქანები“ – სოსო გოგაშვილის შვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g