კორონავირუსით ალერგოლოგ-იმუნოლოგი ირინა მიმინოშვილი გარდაიცვალა. მისი ნაცნობები მომხდარის გამო სოციალურ ქსელში მწუხარებას გამოთქვამენ.
„არაჩვეულებირვი ექიმი და ადამიანი“, – წერს ბიძინა კულუმბეგოვი.
„ჩვენი ოქროს გულიანი ექიმი! ვაიმე, როგორ დამწყდა გული, ჩვენი მაშველი… ჩემი შვილობილი არისო და შვილივით ვიზრუნებ მასზეო, ეს მითხრა ბოლო ვიზიტზე, ჩემსავით უხაროდა კარგ შედეგებს რომ ვდებდით. ვერც წარმომიდგენია ახლა სხვასთან მიყვანა. მისნაირ ადამიანს ვერასოდეს ვერ ვიპოვით. უფალმა დაგიმკვიდროს ცათა სასუფეველი, სულ გვემახსოვრები!“ – წერს მარიამ კორძაია.
„ჩვენი ირინა, ყველას ირინა… უსაყვარლესი ადამიანი და მეგობარი, ექიმის ეტალონი საქართველოში“ – წერს მაკა წიქორიძე