LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მინისტერიალზე განვიხილავთ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების საკითხს: ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი

57
a

დღეს ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა იმართება.

როგორც ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა განაცხადა, სახელმწიფოების პირველი დიპლომატები სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე გაამახვილებენ ყურადრებას და მისი თქმით, ყურადღების მიღმა არ დარჩება საქართველო და მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებული მოვლენებიც.

“მოვუსმენთ ჩვენს კოლეგებს, თუ რისი თქმა სურთ მათ. შეშფოთებულნი ვართ იმ მოვლენებით, რაც ხდება აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნების საზღვრებთან – უკრაინის საზღვრებთან რუსეთის მიერ სამხედროების განთავსება შემაშფოთებელია და ვფიქრობ, რომ ყურადღების დიდი ნაწილი ამ საკითხს დაეთმობა.

ასევე, საქართველოში არსებული სიტუაცია ყურადღების მიღმა არ დარჩება. შეხვედრაზე ყოფილი პრეზიდენტის, ბატონი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება და მისთვის დახმარების აღმოჩენაზე მთავრობის რეაგირება იქნება განხილული.” – განაცხადა ლანდსბერგისმა.

mazda magti 5g