ზედმეტი რაოდენობით შემწვარი საკვები, შაქარი, სწრაფი ნახშირწყლები, წითელი ხორცი და კარაქი, ორგანიზმის სწრაფად დაბერებას იწვევს. ამის შესახებ ინფორმაცია ამერიკელმა მეცნიერებმა რამდენიმე კვლევის შემდეგ გამოაქვეყნეს.
სპეციალისტებმა არასასურველი საკვების სიაში შეიყვანეს ასევე – თეთრი პური, ფუნთუშეული და კარტოფილი.
ალკოჰოლი
ალკოჰოლი არის ნომერ პირველი პროდუქტი, რომელსაც უნდა მოერიდოთ. თუკი რა თქმა უნდა, ახალგაზრდობის შენარჩუნება დიდხანს გსურთ. ალკოჰოლი დეჰიდრატაციას იწვევს, ორგანიზმს სასარგებლო მინერალებს აკარგვინებს და წლების მატების პროცესს აჩქარებს.
შაქარი
შაქარი ორგანიზმის დაბერების პროცესს იწვევს. დესერტების ზედმეტ სიყვარულს მეტაბოლიზმის არევა და სისხლში ქოლესტერინის გაზრდა შეუძლია. შაქარი არამარტო ზედმეტ წონას, არამედ კანის დაბერებას და ნაოჭებს იწვევს.
მარილი
მარილი საზიანოა მაშინ, როცა მას ზედმეტი რაოდენობით მოიხმართ. ეს დანამატი სისხლის წნევას ზრდის, სხვადასხვა დაავადებების გაჩენის რისკს იწვევს და სხეულს აბერებს.
ენერგეტიკული სასმელი
ენერგეტიკული სასმელი დიდი რაოდენობით კოფეინს შეიცავს, რაც დეჰიდრატაციის მიზეზია. ასეთი პროდუქტის მეორე მთავარი ინგრედიენტია შაქარი, რომელიც დაბერების პროცესს საგრძნობლად ზრდის.
ყავა
კოფეინი კანის სიმშრალეს და შედეგად ნაოჭებს იწვევს. ზედმეტი ყავის მირთმევა ვიზუალურად ასაკს საგრძნობლად მოგმატებთ.