LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რეზო ჩხიკვიშვილი: „ვხედავდი ჩემი მეუღლის დატანჯულ სახეს, როგორი ძლიერი ტკივილები ჰქონდა და კიდევ შეეძლო ეთქვა, რომ უარი არ მეთქვა…“

32582
Capture

მსახიობი რეზო ჩხიკვიშვილი ჟურნალ „თბილისელებს“ ესაუბრება და ჰყვება, თუ როგორ იღებდნენ „პირველი არხის“ სერიალს, სადაც ფსიქოთერაპევის როლი შეასრულა. მსახიობი აღნიშნავს, რომ ორი თვის განმავლობაში საკმაოდ რთული გრაფიკი ჰქონდა, თუმცა მეუღლე გერმანიიდან საქართველოში ვერ წამოჰყვა, რადგან ფეხი და ხელი მოიტეხა, ის მეტროში ჩარბოდა და კიბეზე დაგორდა.

რეზო ჩხიკვიშვილი: „ოჯახის დანგრევა ძალიან მარტივია, მთავარი შენარჩუნებაა… მე და ჩემი მეუღლე 35 წელია, ერთად ვართ…“

„ეს უზარმაზარი ტრავმა იყო ჩვენთვის. მეუღლეს თავად ვუვლიდი, ჯერ საავადმყოფოში ჩაუტარდა რამდენიმე ოპერაცია, მერე სახლში გამოვიყვანეთ… მაშინ მივხვდი, რამდენად რთულია საავადმყოფოში მომვლელად მუშაობა. რამდენიმე ადამიანს უვლიან, როდესაც ერთი ადამიანის მოვლას წარმოუდგენელი ენერგია მიაქვს…

ზუსტად იმ დროს მოვიდა საქართველოდან შემოთავაზება. ძალიან საინტერესო იყო ფსიქოთერაპევტის როლი, მსურდა, ნერწყვი გადავყლაპე, მაგრამ წამოსვლა შეუძლებლად მეჩვენებოდა. მეუღლეს ვუთხარი, ნუ გეშინია, არ დაგტოვებ-მეთქი, მაგრამ შემდეგ თავად მეუღლემ და შვილებმა დამაძალეს, რომ აუცილებლად უნდა წამოვსულიყავი. შვილებმა დამარწმუნეს, დედას ჩვენ მივხედავთ, შენ ასეთი შეთავაზება ხელიდან არ გაუშვაო. მე ვხედავდი ჩემი მეუღლის დატანჯულ სახეს, როგორი ძლიერი ტკივილები ჰქონდა და კიდევ შეეძლო ეთქვა, რომ უარი არ მეთქვა… ბევრს ნიშნავდა, ოჯახის სურვილით რომ დავთანხმდი – გადაღებების დროს ჩემი ტრავმირებული მეუღლე მეხმარებოდა, რადგან აქეთ ვიყავი გასამხნევებელი…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g