ევროპარლამენტარები სვენ მიქსერი და მარინა კალიურანდი საქართველოს სახალახო დამცველის აპარატს მხარდაჭერას უცხადებენ და აღნიშნავენ, რომ ნინო ლომჯარია და მისი ოფისი მათი სამსახურისთვის ქებას იმსახურებენ.
“ქალბატონი ნინო ლომჯარია და მისი ოფისი ქებას იმსახურებენ მათი მუშაობისთვის, შემაშფოთებელია თავდასხმები მათ დამოუკიდებლობაზე, მიუხედავად იმისა ვისგან მოდის ის. ბატონი მიხეილ სააკაშვილის უფლებებსა და მის N18 პენიტენციური დაწესებულების საავადმყოფოში გადაყვანის გარემოებებთან დაკავშირებით ჩვენ ომბუდსმენის განცხადებები მივიღეთ მხედველობაში. ბატონი სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას ვაკვირდებით და ველით, რომ მისი უფლებები დაცული იქნება”, – ნათქვამია ევროპარლამენტარების ღია წერილში.
მარინა კალიურანდი და სვენ მიქსერი ერთობლივ განცხადებაში წერენ, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით მოვლენების განვითარებას მონიტორინგს უწევენ და ელიან, რომ მისი უფლებები დაცული იქნება.