მმართველი გუნდის წევრი ირაკლი ქადაგიშვილი უკრაინის სახალხო დამცველის მიხეილ სააკაშვილთან არშეშვების საკითხს ეხმიანება.
ქადაგიშვილის თქმით, საქართველო სუვერენული სახელმწიფოა და ყველამ უნდა ითანამშრომლოს ქვეყანასთან, შესაბამისად, მისი თქმით, მან უნდა მიმართოს სახელწიფოს და შესაბამისი პროცედურები გაიაროს:
“საქართველო ყველას ფეხების შესაწმენდი ქვეყანა არ არის, იქნება უკრაინის დეპუტატი თუ სახალხო დამცველი, კეთილი ინებოს და ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს პატივი სცეს.
ჩვენი ქვეყნის შიდა მდგომარეობა პოლიტიკური მიზნებისთვის ადვილად არავის უნდა გამოვაყენებინოთ. ამიტომ, მან უნდა მიმართოს სახელწიფოს და შესაბამისი პროცედურები გაიაროს. შესაბამისი პატივისცემა გამოხატოს საქართველოს სახელმწიფოს მიმართ. აქ ლაპარაკია საქართველოს სახელმწიფოზე, ყველამ კეთილი უნდა ინებოს და ამ სახელმწიფოსთან ითანამშრომლოს და ისაუბროს ისე, როგორც ეს სუვერენულ ქეყანასთან არის მიღებული.” – თქვა ირაკლი ქადაგიშვილმა.
რატი ბრეგაძის განცხადებით, უკრაინის სახალხო დამცველის შესვლა საქართველოს კანონმდებლობით არ არის გათვალისწინებული და ამის აუცილებლობაც არ არის, მისი თქმით, სახელმწიფოს ამის ვალდებულება არ აქვს.
შეგახსენებთ, უკრაინის სახალხო დამცველმა ლუდმილა დენისოვამ, რომელიც საქართველოში კვლავ ჩამოვიდა, გუშინ განაცხადა, რომ მან ყველა საჭირო დოკუმენტები გაგზავნა შესაბამის სამსახურებში და იუსტიციის სამინისტროსგან ნებართვას ელოდებოდა, რათა მიხეილ სააკაშვილს შეხვედროდა.
დღეს იუსტიციის მინისტრმა ასევე განაცხადა:
“როდესაც პატიმარი იმყოფება სამკურნალო დაწესებულებაში, ვალდებული ვართ, რომ მაქსიმალურად შევეცადოთ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა იყოს ბოლომდე დაცული და როგორც უკვე მოგახსენეთ, სწორედ ამ მოტივებით ქალბატონი სახალხო დამცველი ჯერჯერობით არ იქნა შეშვებული. ასევე, შემოსულია წერილი საგარეო საქმეთა სამინისტროს მეშვეობით და ბუნებრივია, ჩვენ აუცილებლად დავუბრუნებთ პასუხს.” – თქვა რატი ბრეგაძემ.