LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო: ბათუმში მაშველმა 6 და 9 წლის ძმები გადაარჩინა

45

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, ბათუმში მაშველმა მამუკა წულუკიძემ ძმები, 6 წლის იგორი და 9 წლის ფიოდორი გადაარჩინა

ძმები ზღვის ნაპირიდან 20-30 მეტრის მოშორებით იმყოფებოდნენ და შველას ითხოვდნენ. სააგენტოს ცნობით, ბავშვების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, 1-ელი მაისიდან 25 ივნისამდე არსებული მონაცემების მიხედვით, საქართველოს მასშტაბით ზღვასა და მდინარეში 21 ადამიანი დაიხრჩო. უწყების პრესსამსახურის ცნობით, ამავე პერიოდში, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებმა 36 ადამიანი დახრჩობას გადაარჩინეს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოქალაქეებს მოუწოდებს, გამოიჩინონ სიფრთხილე და საზღვაო მაშველების რეკომენდაციებს დაემორჩილონ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები