სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალულ აზიაში ნატოს გენერალური მდივნის ყოფილი სპეციალური წარმომადგენელი ჯეიმს აპატურაი ნატოს საქველმოქმედო ბაზრობაზე ქართულ სტენდთან გადაღებულ ფოტოს ავრცელებს.
აპატურაი ფოტოს “ფეისბუქში” აქვეყნებს და თან ქართულ პროდუქტებს აქებს:
“კავშირის აღდგენა საქართველოსთან! გემრიელი ხინკალი და ასევე გემრიელი ჭაჭა, შესანიშნავ ახლო მეგობრებთან ერთად, ნატოს საქველმოქმედო ბაზარზე ქართულ სტენდთან.” – წერს აპატურაი სოციალურ ქსელში.