LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობა, წინა დღეებთან შედარებით, გართულებულია: ნიკოლოზ ყიფშიძე

119
saakashvili

მიხეილ სააკაშვილთან მისი პირადი ექიმი გვიან ღამემდე იმყოფებოდა.

ნიკოლოზ ყიფშიძის განმარტებით, ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობა, წინა დღეებთან შედარებით, გართულებულია. მან სააკაშვილის ჰოსპიტალიზაციის აუცილებლობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ჯერჯერობით, კონფიდენციალურია, თუ რომელ კლინიკას უწევს ის რეკომენდაციას.

“პრეზიდენტმა მკითხა გორის ჰოსპიტლის შესახებ, მე მივეცი მას რჩევა, რომ გორის ჰოსპიტალზე უარი თქვას რამე რომ იყოს.” – ნიკოლოზ ყიფშიძე

ნიკოლოზ ყიფშიძე ამბობს, რომ ის არ ემხრობა მსჯავრდებული პრეზიდენეტის გორის ჰოსპიტალში გადაყვანას და ამის მიზეზებსაც ასახელებს.

“შესამჩნევი სიყვითლე აქვს სხვა დღეებისგან განსხვავებით. გადაადგილდება მძიმედ. ვერ ჩამოვიდა პაემნების ოთახში, ასე რომ მე მქონდა პრივილეგია, რომ ავსულიყავი მასთან პალატაში. პრეზიდენტმა მკითხა გორის ჰოსპიტლის შესახებ, მე მივეცი მას რჩევა, რომ გორის ჰოსპიტალზე უარი თქვას რამე რომ იყოს. გორის ჰოსპიტალი არ არის განკუთვნილი ასეთი ავადმყოფებისთვის,” – განაცხადა ნიკოლოზ ყიფშიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g