LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სააკაშვილის მიერ ბრძოლის ასეთი უკიდურესი ზომის არჩევა სწორი არ არის, მით უმეტეს, როცა ხელისუფლებაში არაჰუმანური ძალაა: სამნიძე

121
1

ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიერ უვადო შიმშილობის დაწყებას “რესპუბლიკური პარტიის” თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე აფასებს.

„ნახოს ყველამ, რას ნიშნავს სამშობლოს სიყვარული“ – მიხეილ სააკაშვილი უვადო შიმშილობას აცხადებს

როგორც სამნიძე აცხადებს, სააკაშვილის ეს გადაწყვეტილება სწორი არ არის, მით უმეტეს მაშინ, როდესაც ხელისუფლებაში  არაჰუმანური ძალაა:

“მიხეილ სააკაშვილი ამ ხელისუფლების პატიმარია და ყველა ჯერზე, როდესაც “ქართულ ოცნებას” დასჭირდება, რომ ოპოზიციის და საზოგადოების ყურადღება სხვაგან გადავიდეს, ამ ფაქტს იყენებს და არაადამიანური მოპყრობით თუ სხვა მეთოდებით, ცდილობს, მთელი ყურადღება ამ მიმართულებით გადაიტანოს.

ის არის “ქართული ოცნების” პირადი პატიმარი. სააკაშვილის მხრიდან ეს გადაწყვეტილება და ბრძოლის ასეთი უკიდურესი ზომის არჩევა არ არის სწორი, მით უმეტეს, როცა ხელისუფლებაში არის არაჰუმანური ძალა, არ ვფიქრობ, რომ ამას ხელისუფლებისგან ოპოზიციისთვის, პირველ რიგში, თავად სააკაშვილისთვის სასიკეთო რეაგირება მოჰყვება.

“ქართული ოცნება” არაჰუმანური ძალაა და ის არაფრად აგდებს ადამიანის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას, არა მხოლოდ სააკაშვილთან მიმართებით, ამაზე მეტყველებს ზოგადად ის ვითარება, რაც ქვეყანაშია”, – განაცხადა სამნიძემ.

შეგახსენებთ, დღეს 7 ნოემბრის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის მორიგი სასამართლო პროცესი გაიმართა.

სწორედ დღეს განაცხადა სააკაშვილმა, რომ უვადო შიმშილობას იწყებს.

თქვენ ნახავთ, თუ საჭირო გახდა, როგორ თავაწეული კვდებიან ნამდვილი პრეზიდენტები: მიხეილ სააკაშვილი

ნეტავ, მოვკვდე და ეგ არ გამეგო… რისიც მეშინოდა, ის გამოაცხადა – რას წერენ სააკაშვილის მეორედ გამოცხადებულ შიმშილობაზე

ჩერგოლეიშვილი სააკაშვილზე: “მორიგ დრამას იწყებს, როცა უკრაინა ომშია… ხალხი ვერ გაჰყავს! ასეთ ხელოვნურ რეალობებს ქმნიან, რომ მითები აცოცხლონ”

პოპულალურები