LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“განათლებისა და კულტურის სამინისტროების შერწყმა სახიფათოა” – ნუკრი ქანთარია ცვლილებას მხარს არ დაუჭერს

79

უმრავლესობის წევრი ნუკრი ქანთარია მიიჩნევს, რომ განათლებისა და კულტურის სამინისტროების შერწყმა სახიფათოა, რის გამოც სამთავრობო ცვლილებების მხარდაჭერას არ აპირებს.

საპარლამენტო უმრავლესობის წვერის განმარტებით, სტრუქტურულ ცვლილებებს ეთანხმება, მაგრამ არა კულტურისა და განათლების უწყებების გაერთიანების თვალსაზრისით.

„ეს ერთადერთი სამინისტროა, სადაც ეროვნული იდენტობის გამომხატველი დარგი ხელოვნებაა. ხელოვნების დარგები დიდ ოკეანეში ჩაიკარგება. ეს დარგები ცალკე დეპარტამენტის სახით პირდაპირ პრემიერ-მინისტრს უნდა დაქვემდებარებოდა. განათლების სამინისტროს კი, შემოქმედებითი სასწავლო დაწესებულებები უნდა წაეღო, თუნდაც ბიბლიოთეკები და მუზეუმები, მაგრამ არა ხელოვნების სეგმენტი, რაც დაკავშირებულია არა ცოდნასთან, არამედ შემოქმედებით პროცესთან. მისი განვითარება ძალიან გაჭირდება. მეჩვენება, რომ სახიფათო შერწყმაა. პრემიერს მიაჩნია, რომ მიზანი კეთილშობილურია და ეს მესმის,”- ამბობს ქანთარია.

ქანთარიას განცხადებით, მან პრემიერს კონკრეტული წინადადება შესთავაზა ხელოვნების დარგის გამოყოფასთან დაკავშირებით.

„ეს იქნება განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი. ამ გრძელ სახელსაც კი არავინ იტყვის და მხოლოდ განათლებას იტყვიან. ტერმინი – კულტურა ხმარებიდანაც კი ამოვარდება. ცალკე ხელოვნების სეგმენტი უნდა გამოყოფილიყო და  პრემიერს ეს შევთავაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში, ამ პასუხისმგებლობის აღება გამიჭირდება. კენჭისყრაში მონაწილეობას ვერ მივიღებ, თუმცა საწინააღმდეგო კამპანიას არ დავიწყებ,”-განაცხადა ქანთარიამ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g