გოგი გვახარია აქვეყნებს ფოტოებს და სტატუსს იმის შესახებ, თუ რატომ გრძელდება, მისი აზრით, საქართველოს ოკუპაცია ორიგინალური ფორმით. ამის სანახავად, მისი თქმით, ერთ-ერთ საცურაო აუზს უნდა ესტუმროთ.
გოგი გვახარია წერს:
„თუ გინდათ დარწმუნდეთ, რომ ამ ქვეყნის ოკუპაცია ორიგინალურადაც გრძელდება, ვაკის საცურაო აუზის მისადგომებს უნდა ეწვიოთ.
ახლა უკვე მთელი ქუჩის დაპყრობა აღარ იკმარეს და ვაგონი-ჯიხურები დადგეს იქ, სადაც ბავშვებს ასეირნებდა ხალხი… მანქანის დაყენება ხომ საერთოდ შეუძლებელი გახდა. საინტერესოა, რამდენად კანონიერია ეს… “ბუტკაში” დღეს ავეჯიც შეიტანეს – საწერი მაგიდა და სავარძლები.
გასული საუკუნის 30-იანი წლების დიზაინია:)“