LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გოგი გვახარია: „გაუმარჯოს მშვიდობას (ნებისმიერ ფასად) და „ვარსკვლავების ცეკვებს“!“

3054
goginoe

გოგი გვახარია ნოე სულაბერიძის მიერ „ინსტაგრამზე“ გაკეთებულ გამოკითხვას ეხმიანება თავისუფლებასა და მშვიდობას შორის არჩევანზე და წერს:

„90-იანმა წლებმა, როგორც ჩანს, მართლა ძალიან დაღალა და შეაშინა ჩვენი საზოგადოების ნაწილი, პირველ რიგში ჩემი თაობა. ამას დაუმატეთ განათლების რეფორმის კრახი და ის ახალგაზრდებიც, რომლებიც ვერ ხვდებიან, მაგალითად, რას ნიშნავს „ელჩის გაწვევა“ (რუსეთზე ხომ საერთოდ არა აქვთ წარმოდგენა).

2022 წლის 31 მარტს ვხვდებით დაქანცული, დამფრთხალი და დამონებული. მთელი ამ ხნის განმავლობაში, საქართველოს ხელისუფლებას ეშინოდა განათლებული ადამიანების და გადასარევად იყენებდა უწიგნურ, „ვარსკვლავების ცეკვებსა” და პრიმიტიულ სერიალებზე აღზრდილ ხალხს, რომლის მართვა, მოგეხსენებათ, უადვილესია.
ინფანტილურ საზოგადოებაში ასევე გადასარევად მუშაობენ მითები, მტრის ხატები… ამასაც ჩინებულად და სხვათა შორის, ხარისხიანად აკეთებდა ხელისუფლება. მაღალ დონეზე მუშაობდა და გულში ეცინებოდა, როცა ჩვენ „უუნაროებს“ ვეძახდით.
მიზანი მიღწეულია, დაისვა კითხვა:  „ჭაობი გირჩევნიათ თუ თავისუფლება“,  ვიყვირეთ, ვიჩხუბეთ, ვაბულინგეთ! და რა მერე? ბოდიში მოიხადეს და ისევ ჩვენიანებს აუჩუყეს გული ბოდიშით:(
ამასობაში ჩემს ფეისბუქ გვერდზე, ერთი უმტკივნეულო კომენტარიდან გავიგე „ქართული ოცნების” ახალი სლოგანი – „მშვიდობა ნებისმიერ ფასად!”. გაუმარჯოს მშვიდობას (ნებისმიერ ფასად) და „ვარსკვლავების ცეკვებს“!
პატრიოტიზმი ნამდვილად არაა ჩემთვის ჭეშმარიტება. მაგრამ პატრიოტიზმი ჭეშმარიტების ნაწილია. და იმედია, საბოლოოდ არ ამოვაცლით ჭეშმარიტებას და სიმართლეს ყველაფერს, რაც მას სიცოცხლეს და ძალას ანიჭებს.
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები