LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ეს უგუნურების სხვა სიმაღლეა აშკარად.. თან დებილები ვგონივართ” – ვინ როგორ ეხმაურება ნოე სულაბერიძის გამოკითხვას

3393
BeFunky-collage (1)

უკვე რამდენიმე საათია, რაც სოციალური ქსელი მოიცვა ნოე სულაბერიძის ფოტომ წარწერით:  აუცილებელი არჩევანის შემთხვევაში რას აირჩევდით – თავისუფლება თუ მშვიდობა. პროდიუსერისა და ტელეწამყვანის მიერ გამოქვეყნებულმა გამოკითხვამ სოციალურ ქსელში არაერთი გამოხმაურება გამოიწვია.

“დროას” ლიდერი, ელენე ხოშტარია მიიჩნევს, რომ “ეს სახელისუფლებო პროპაგანდა ემსახურება ერთადერთს, შეგვაჩვიონ იდეას რომ სახელმწიფო არ გვქონდეს”.

“თავისუფლება რომ არაა აუცილებელი პირობა ამას გვახვევენ თავს და თან დებილები ვგონივართ, როცა სრულიად ტყუილ დილემას გვიყენებენ.

არანაირი მშვიდობა თავისუფლების გარეშე არ არსებობს და ომი, რომლისაც ყველა ნორმალურ ადამიანს ეშინია არის სწორედ რუსეთი და მასთან დაკავშირება. დასავლეთი კი უსაფრთხოება, მშვიდობა და თავისუფლებაა, ზედ კიდევ კეთილდღეობა.

არჩევანი ჩვენზეა, ან ვეგუებით ამას, ან არა. ეს მთავრობა უნდა წავიდეს! მშვიდობიანად და მალე! თუ არ წავლენ მერე არც თავისუფლება იქნება, არც მშვიდობა”, – წერს ელენე ხოშტარია.

 

 

ჟურნალისტი, ვახო სანაია წერს, რომ “იმედის” წამყვანის მხრიდან მსგავსი გამოკითხვა, მისთვის გასაკვირი არ იყო.

“იმედის წამყვანს ინსტაგრამზე გამოკითხა ჩაუტარებია, აუცილებელი არჩევანის შემთხვევაში რას აირჩევდით, თავისუფლებას თუ მშვიდობასო ? არ ვიცი, რა გაგიკვირდათ. ქართული ოცნება ყოველდღე მაგას არ გვეუბნება ?!”

“მთავარი არხის” გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია კი წერს, რომ:

“ამის დაჯერება ნამდვილად მიჭირს. მაგრამ, თუ ეს ასეა, ამის ავტორს გამარჯობა აღარ უნდა უთხრას არავინ.

ps თუ ეს ფეიკია (არა და, ბევრი ადამიანი ამბობს, რომ ინსტაგრამზე ედო საკუთარ პროფილზე და მერე წაშალა), ამ სტატუსს დიდი ბოდიშის მოხდით წავშლი”

ნეო სულაბერიძის გამოკითხვას ეხმიანება თავდაცვის ყოფილი მინისტრი, თინა ხიდაშელი.

“დილიდან ეს ამაზრზენი ნარატივი დამხვდა ფბ-ზე. ოღონდ მგონი ჩემს გარდა ყველამ იცით ან ვინ არის და ან რომელი ტელევიზიაა, ან რა გადაცემაა და ფეიკი რომ არაა ესეც დადასტურებულია?

ეს უგუნურების სხვა სიმაღლეა აშკარად”, – წერს თინა ხიდაშელი.

 

 

ნოე სულაბერიძის პოსტს ეხმიანება გიგი უგულავა და წერს, რომ ამგვარმა გამოკითხვამ მასში ბრაზი ვერ გამოიწვია.

“მე მაინც და მაინც არ გავბრაზდებოდი არც იმედის წამყვან ნეოზე და არც კვლევის ავტორ-დამკვეთზე. და აი რატომ. მათ გვამცნეს, რომ თუ სხვა გზა არ არსებობს შვიდობას აირჩევს(58%) თუ თავისუფლებას(42%).

საქმე ისაა, რომ ჩვენი საზოგადოება მთლიანობაში შეთანხმებულია თუ რას ნიშნავს ოცნების გაგებით მშვიდობა. ესაა, რეიგანის სიტყვებით რომ ვთქვათ, მშვიდობამდე უმოკლესი გზა არის დანებება. რეალობაშიც ასეა. მტერი კიევს მიადგა და საქართველოს მთავრობა დანებდა, ჩაბარდა, მიუშვირა-ბევრი კნინობითი ტერმინი არსებობს ოცნების ამ შემოთავაზებული “მშვიდობის” აღსაწერად. არცერთი არაა პოზიტიური, მაგრამ მას მაინც ბევრი მიმდევარი ჰყავს, რადგან ის გამორიცხავს მთავარს – ბრძოლას. ოცნების შემოთავაზებულ მშვიდობას არ სჭირდება ბრძოლა ოცნების მშვიდობა ნიშნავს – დანებდი, მოეშვი და ისიამოვნე

მაგრამ ამ გამოკითხვაში არაა მთავარი მშვიდობის გრაფა, არც მიწერილი პროცენტები. მთავარია – დანებებად გაგებული მშვიდობის საპირწონედ თავისუფლება წერია.

თავისუფლება, რომელსაც არ აქვს კნინობითი გაგება და სინონიმი. დიახ, ის ვინც მშვიდობას ანუ დანებებას ირჩევს, მისთვისაც კი თავისუფლება წმინდაა, უბრალოდ მისთვის ბრძოლა არ უნდა. არ არსებობს თავისუფლების ნეგატიური განმარტება. ოცნებამ ამით აღიარა რომ ის რასაც ებრძვის წმინდაა, უნივერსალურია და მისთვის უცხოა. აღიარა, რომ თავისსავე ხელით დანერგილი პროპაგანდის მიხედვით “ნაცის” მხარეა თავისუფლება. აღიარა თავისუფლების უპირატესობა, უბრალოდ გვითხრა, რომ მისთვის ბრძოლას არ აპირებს. ეს კვლევა არაა საარჩევნო რეიტინგი. სინამდვილეში ის გვეუბნება, რომ ჩვენი მოქალაქეების 42% მზადაა დაიცვას ქვეყანა. სხვა კვლევაშიც მსგავსი მონაცემი იყო. რაც არაა დაბალი ციფრი.

ალბათ არ იფიქრეს ამდენი, თორემ მშვიდობის საპირწონედ არა თავისუფლებას, არამედ ომს დაწერდნენ, რაც მათ პროპაგანდაში უფრო ლამაზად ჩაეწერებოდა.
ასე რომ მეგობრებო – დიდება თავისუფლებას, თავისუფლებას დიდება”,- წერს გიგი უგულავა.

 

გამოხმაურებების შემდეგ, გამოკითხვასთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა თავად ნოე სულაბერიძემ.

იხილეთ ვრცლად:

,,ვისაც ჩემი პირადი გვერდის გამოკითხვა მართლა გულწრფელად შეეხო, მე მაპატიეთ” – ნოე სულაბერიძე მოქალაქეებს მიმართავს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები