LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გაიზრდება სიცოცხლის რისკები, თუ დროული ინტერვენცია არ მოხდა, დაწესებულება ბოლომდე არ არის მზად მსგავსი პაციენტის მხარდასაჭერად: კალოიანი

59
ვახტანგ კალოიანი

“ევროპული საქართველოს” წევრი, ექიმი ვახტანგ კალოიანი სახალხო დამცველის მიერ შექმნილი ექიმების ჯგუფის დასკვნას ეხმიანება და აცხადებს, რომ დასკვნაში ბევრ პრობლემაზეა საუბარი.

სახალხო დამცველის მიერ შექმნილი ექიმთა ჯგუფი დასკვნას აქვეყნებს

როგორც კალოიანი აღნიშნავს, დასკვნაში საუბარია სისტემურ პრობლემებზე, რომლის გამოც მნიშვნელოვანია, რომ პაციენტმა მკურნალობა სხვა დაწესებულებაში გააგრძელოს:

“ექსპერტთა დასკვნაში საუბარია, რომ გლდანის ციხის კლინიკა სააკაშვილის მსგავსი კრიტიკული პაციენტის მხარდასაჭერად მზად არ არის, ამიტომ საჭიროა დროული ინტერვენცია, რათა მისი სიცოცხლე არ დადგეს რისკის ქვეშ.

დასკვნაში საუბარია ძალიან ბევრ პრობლემაზე, მათ შორის, ვერნიკეს ენცეფალოპათიაზე, მაგრამ კონკრეტული დაავადების გარდა იქ საუბარია სისტემურ პრობლემებზე, რომლის გამოც მნიშვნელოვანია, რომ პაციენტმა მკურნალობა გააგრძელოს სხვა დაწესებულებაში.

გაიზრდება ჯანმრთელობისა და სიცოცხლის რისკები – ეს არის ის სურათი, რასაც მივიღებთ შედეგად, თუ დროული, ადეკვატური ინტერვენცია არ მოხდა. აქ არის ორი შემადგენელი: პაციენტი უარს აცხადებს საკვებისა და მედიკამენტების მიღებაზე, რაც ამძიმებს ვითარებას და მეორე – ის დაწესებულება ბოლომდე არ არის მზად მსგავსი პაციენტის მხარდასაჭერად.” – განაცხადა კალოიანმა.

შეგახსენებთ, სახალხო დამცველის მიერ შექმნილმა ექიმთა ჯგუფმა გუშინ გამოაქვეყნა დასკვნა, რომელშიც წერია:

“პაციენტის მდგომარეობის კრიტიკულობიდან გამომდინარე, მისი მკურნალობის გაგრძელება დაუყოვნებლივ რეკომენდებულია ფუნქციურად გამართულ და დიდი გამოცდილების მქონე პოლიპროფილურ ჰოსპიტალში კერძოდ ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, რის პირობებსაც მე-18 დაწესებულების კლინიკა არ აკმაყოფილებს”.

magti 5g