LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ამიტომ არ აჩენენ არსად“, „ვუსურვებ ასე „კარგად“ ყოფნას, ყველას ვინც ასეთ დღეში ჩააგდო“ – რა გამოხმაურებები მოჰყვა სააკაშვილის სასამართლო პროცესზე ჩართვას

2069
Untitled design (1)

ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მორიგი პროცესი იმართება. სხდომას, რომელზედაც 7 ნოემბრის საქმეს განიხილავენ, მიხეილ სააკაშვილი დისტანციურად ჩაერთო, რასაც უკვე მოჰყვა გამოხმაურებები.

„პაპუაშვილო, შემომხედე კარგად.. ქართული სახელმწიფოს დამფუძნებელი ამ მდგომარეობაშია ჩაყენებული“ – მიხეილ სააკაშვილი 

„რუსული ოცნებისგან არ მიკვირს, მესიჯი აქვთ ასეთი – მიშა კარგად არის და ჩვენ ვიტყუებით მის ცუდად ყოფნაზე.

აი დანარჩენები რომ გამოენთნენ და გვამუნათებდნენ „ახლა აღარ არის ცუდად“, „რით ვერ მოკვდა, ერთი წელია“ და ახსნა-განმარტებებს ითხოვდნენ.

აგერ ახსნა-განმარტებები, მტკიცებულება ფოტო. ამიტომ არ აჩენენ არსად, ამიტომ არ უშვებენ საერთაშორისო ექიმებს, ამიტომ არ გვიშვებენ ჩვენ მასთან“, – წერს ოპოზიციონერი დეპუტატი ანა წითლიძე.

 

რუსული ოცნებისგან არ მიკვირს, მესიჯი აქვთ ასეთი მიშა კარგად არის და ჩვენ ვიტყუებით მის ცუდად ყოფნაზე.

აი დანარჩენები…

Posted by Ana Tsitlidze on ორშაბათი, 03 ივლისი, 2023

 

 

„რამდენ ნაძირალას უბრუნდება ენა – „ხო კვდებოდა, არ მოკვდა?!“, „ანუ, აღარ კვდება?!“, „ერთი წელი რით ვერ მოკვდა..“ და ა.შ..

დატკბით, ასე გამოიყურება ადამიანი, ვისაც ყველაზე მეტი გაუკეთებია ამ ქვეყნისთვის.. დატკბით და იჭორავეთ, როგორ არის ისევ ცოცხალი, რით ვერ მოკვდა, თქვენი სიმშვიდისთვის ხო ასე აჯობებდა“, – წერს ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ეკა ხერხეულიძე სოციალურ ქსელში.

 

 

რამდენ ნაძირალას უბრუნდება ენა-
“ხო კვდებოდა,არ მოკვდა?!”,
“ანუ,აღარ კვდება?!
“ერთი წელი რით ვერ მოკვდა..” და…

Posted by Eka Kherkheulidze on ორშაბათი, 03 ივლისი, 2023

 

 

„ყველას ვუსურვებ ასე „კარგად“ ყოფნას, ვინც ეს ადამიანი ასეთ დღეში ჩააგდო“, – წერს დიზაინერი და „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, სოფო ჭყონია.

 

ყველას ვუსურვებ ასე “კარგად” ყოფნას ვინც ეს ადამიანი ასეთ დღეში ჩააგდო ?

Posted by Sofia Tchkonia on ორშაბათი, 03 ივლისი, 2023

 

 

„ასეთ მდგომარეობაში მყოფ ადამიანზე ამბობთ კარგად არის ჭამოსო? თქვენი ახლობელი რომ იყოს ასეთ მდგომარეობაში, იღლიცინებდით? რისი ქრისტიანები ხართ, წამება რომ გახარებთ“, – წერს „სტრატეგია აღმაშნებლის“ დეპუტატი პაატა მანჯგალაძე.

 

ასეთ მდგომარეობაში მყოფ ადამიანზე ამბობთ კარგად არის ჭამოსო?

თქვენი ახლობელი რომ იყოს ასეთ მდგომარეობაში იღლიცინებდით ?

რისი ქრისტიანები ხართ წამება რომ გახარებთ ??

Posted by Paata Manjgaladze on ორშაბათი, 03 ივლისი, 2023

 

 

 

„უყურებენ კოლექტიური კობახიძეები და ფიქრობენ, რით ვერ მოკვდა?! ვისთვისაც ეს მდგომარეობა ნორმაა, ვუსურვებ ზუსტად იმავეს“, – წერს ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი.

 

 

უყურებენ კოლექტიური კობახიძეები და ფიქრობენ, რით ვერ მოკვდა?!

ვისთვისაც ეს მდგომარეობა ნორმაა, ვუსურვებ ზუსტდ იგივეს ❤️

Posted by Nanuka Zhorzholiani on ორშაბათი, 03 ივლისი, 2023

 

 

ცნობისათვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო დარბაზს სამედიცინო ცენტრ „ვივა მედიდან“ ჩაერთო.

მიხეილ სააკაშვილმა ქართულ საზოგადოებას მიმართა და ამასთან უკრაინაში მიმდინარე მოვლენებსაც გამოეხმაურა, მან უკრაინელ ხალხს გამძლეობა უსურვა.

 

პოპულარულები