„მოხარული ვარ იმით, რომ საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარეების მიერ აშშ-ის კონგრესში წარდგენილია საქართველოს მხარდამჭერი ორპარტიული კანონპროექტი,“ – ასე გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი აშშ-ის კონგრესში საქართველოს მხარდამჭერი კანონპროექტის წარდგენას.
მიმდინარე წლის 15 მარტს საქართველოს პრეზიდენტი ვაშინგტონში კონგრესში გამართულ კონფერენციაზე საქართველოს მხარდამჭერი აქტის მიღების ინიციატივით გამოვიდა.
„საქართველოს მხარდამჭერი აქტი მომდევნო ლოგიკური ნაბიჯი იქნებოდა ამ განსაკუთრებული ურთიერთობების მხარდაჭერისა და განმტკიცებისათვის. ეს აქტი გააერთიანებს ყველა არსებულ თანამშრომლობის ფორმატს და, ასევე, წარმოქმნის ახალ ფორმატებს. ის უზრუნველყოფს როგორც ჩემი ერის გრძელვადიან სტაბილურობას, ასევე აშშ-ის ინტერესების დაცვას რეგიონში,“ – აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.