LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პანდემიის პირობებშიც კი, გრძელდებოდა საოკუპაციო რეჟიმის დესტრუქციული ქმედებები, ე.წ. „ბორდერიზაციის“ და საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავებები: თეა ახვლედიანი

60
215041-video

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს, თეა ახვლედიანს “მინისტრის საათის” ფორმატში მოუსმინეს.

როგორც მან აღნიშნა, სახელმწიფო მინისტრის პოზიციაზე მისი დანიშვნიდან დღემდე ქვეყნის შიდა, რეგიონული თუ საერთაშორისო მნიშვნელოვანი განვითარებების ფონზე იყო უპრეცედენტოდ რთული, გლობალური პანდემიის თვალსაზრისით, განსაკუთრებით კი ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობისთვის.

„მიმდინარე რუსული ოკუპაციითა და მისი თანმხლები უკანონო პროცესებით შექმნილი ისედაც მძიმე ჰუმანიტარული და უფლებრივი მდგომარეობა, რაც განპირობებულია დე-ფაქტო ანექსიისკენ აქტიურად გადადგმული ნაბიჯებით, გალისა და ახალგორის მოსახლეობის ეთნიკური დისკრიმინაციით, გადაადგილების თავისუფლების, მშობლიურ ენაზე განათლებისა და საკუთრების უფლების შეზღუდვით.

კიდევ უფრო გამწვავდა პანდემიის პირობებში. რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მიერ ჩვენი ორი განუყოფელი – აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის ხელოვნური იზოლაციით, განსაკუთრებით სავალალო მდგომარეობაში აღმოჩნდა ახალგორის რაიონი, სადაც წარმოქმნილ ჰუმანიტარულ კრიზისს საუბედუროდ არაერთი ადამიანის ჯანმრთელობა და სიცოცხლე შეეწირა. პანდემიის პირობებშიც კი, გრძელდებოდა საოკუპაციო რეჟიმის დესტრუქციული ქმედებები, ე.წ. „ბორდერიზაციის“ და საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავებების ჩათვლით, რაც, მოგეხსენებათ, არა მხოლოდ უკანონოდ ზღუდავს თავისუფალ გადაადგილებას, არამედ რიგ შემთხვევაში, საფრთხეს უქმნის მოქალაქეების ჯანმრთელობას და სიცოცხლეს, რისი ნათელი მაგალითიც სწორედ ამ დღეებში იყო გენადი ბესტაევის შემთხვევა.

აქვე მინდა აღვნიშნო, რომ დღესდღეობით კვლავ უკანონო პატიმრობაში რჩება ჩვენი ორი მოქალაქე, მათ შორის, ირაკლი ბებუა აფხაზეთის მიმართულებით; რწმენას გამოვთქვამ, რომ მათი გათავისუფლების საკითხი უახლოეს მომავალში გადაწყდება ჰუმანიტარულ ჭრილში,“- განაცხადა ახვლედიანმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g