LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში წარმოებული სამედიცინო ტექსტილი ევროპის ქვეყნებში გაიყიდება

85
91598588-511233416448075-1016275904608862208-n

„დოქტორ გუდსი” – პირველი ქართული სამედიცინო მასალების საწარმოა, რომელიც 15-18 ნოემბერს მსოფლიოს უმსხვილეს სამედიცინო მასალებისა და ტექნიკის გამოფენა Medica Düsseldorf-ზე საკუთარი სტენდით იყო წარმოდგენილი.

გამოფენის განმავლობაში, კომპანიამ 150-ზე მეტ საერთაშორისო სადისტრიბუციო კომპანიასთან გამართა შეხვედრა. შედეგად, ხელი მოეწერა სადისტრიბუციო კონტრაქტებს პოლონეთის, ლიეტუვის, იტალიის, ესპანეთის, გერმანიის და საბერძნეთის უმსხვილეს იმპორტიორ კომპანიებთან.

„დოქტორ გუდსი“ 2019 წელს შეიქმნა და 2021 წელს სააგენტოს “აწარმოე საქართველოში” საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმის ფარგლებში, რომელიც სესხის უზრუნველყოფას გულისხმობს, მნიშვნელოვნად გაფართოვდა. კომპანიას აქვს უმაღლესი კლასის სტანდარტის ISO 13 485 სერტიფიკატი და ევროკავშირის ბაზარზე დაშვებისთვის აუცილებელი CE მარკირება.

შეგახსენებთ, კომპანია „დოქტორ გუდსი“ წარმოადგენს სამედიცინო სტერილური/არასტერილური ტექსტილის საწარმოს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g