დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 22 ნოემბრიდან პირველ დეკემბრამდე საქართველოს ყველა მოქალაქისთვის უფასო იქნება.
მათივე ინფორმაციით, ოთხ კომპონენტიანი SANOFI PASTEUR-ის გრიპის ვაქცინის გასაკეთებლად მოქალაქეებმა ადგილობრივ პოლიკლინიკებს უნდა მიმართონ.
„აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) რეკომენდაციით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის და გრიპის ვაქცინის ერთდროული ადმინისტრირება სრულიად უსაფრთხოა“, – ნათქვამია დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციაში.