LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში მოთხოვნა მედიუმ სეგმენტის ბინებზე გაიზარდა

151
20201015172228

Colliers International Georgia-ს კვლევის მიხედვით, თბილისში, 2021 წლის ოქტომბერში 3,141 ტრანზაქცია დარეგისტრირდა, რაც 2019 წლის მაჩვენებელთან შედარებით 4%-ით ნაკლებია. რაც შეეხება ბაზრის ზომას, 4%-იანი ზრდა დაფიქსირდა და მოცულობამ 150 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. 2020 წლის ოქტომბერთან შედარებით, ტრანზაქციების რაოდენობა 1%-ით არის შემცირებული, ბაზრის ზომა კი 7%-ით არის გაზრდილი.

2021 წლის ოქტომბერში, თბილისში ახალაშენებულ პროექტებში 2,113 ტრანზაქცია დარეგისტრირდა, რაც 1%-ით მეტია 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ძველ პროექტებში კი ტრანზაქციების რაოდენობა 12%-ით შემცირდა. 2021 წლის ოქტომბერში ახალაშენებული ბინების ბაზრის ზომა, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 8%-ით გაიზარდა. რაც შეეხება ძველი ბინების ბაზრის ზომას, მაჩვენებელი 5%-ით, 45 მილიონ აშშ დოლარამდე გაიზარდა.

Colliers International Georgia-ს ცნობითვე, ახალაშენებული ბინების ეკონომ სეგმენტი 2019 წლის მაჩვენებელთან შედარებით 16%-ით შემცირდა. მედიუმ სეგმენტში ტრანზაქციების რაოდენობა 8%-ით გაიზარდა 2019 წლის ოქტომბერთან შედარებით. პრემიუმ სეგმენტს რაც შეეხება, 2019 წელთან შედარებით მაჩვენებელმა 27%-იანი კლება განიცადა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g