LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გერმანიის ელჩი Bild-ის სტატიაზე: ეს არ იმოქმედებს ჩვენს კარგ თანამშრომლობაზე არასამთავრობო ორგანიზაციებთან

84
ჰუბერტ ქნირში

საქართველოში გერმანიის ელჩი, ჰუბერტ ქნირში გერმანული გამოცემის Bild-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიას ეხმაურება, სადაც საუბარია „ქართული ოცნების“ მიმართ ელჩის კეთილგანწყობასა და ბიძინა ივანიშვილთან მისი ცოლის კავშირებზე. ეს იმ ფონზე, როცა ელჩს საქართველოს სამოქალაქო სექტორთან დაძაბული ურთიერთობა აქვს.

როგორც ელჩი, ჰუბერტ ქნირში სოციალურ ქსელში წერს, სტატია არ იმოქმედებს მის „კარგ თანამშრომლობაზე“ ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებთან.

„ერთ-ერთმა გერმანულმა ონლაინ მედიასაშუალებამ გამოაქვეყნა სტატია ჩემს საქმიანობაზე საქართველოში და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ჩვენს ურთიერთობაზე, ასევე იმ საქმიანობაზე, რომელსაც ჩემი მეუღლე ეწევა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში.

ყველას თავისუფლად შეუძლია, შეიქმნას საკუთარი აზრი ჩემს საქმიანობაზე ან გამოთქვას ეს აზრი. სტატია არანაირად არ იმოქმედებს ჩვენს კარგ თანამშრომლობაზე საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციებთან.

ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას შეკრების თავისუფლებისთვის, საქართველოში პლურალისტური პოლიტიკური ცხოვრებისათვის და პოლიტიკურ ძალებს შორის დაძაბულობის განმუხტვისთვის.

რაც შეეხება ჩემს მეუღლეს ევა მარიას, მე ნამდვილად ვამაყობ მისი ინტენსიური და პროფესიონალური საქმიანობით, რომელიც მოიცავს ქართველი სტუდენტების განათლებას კომპიუტერულ მეცნიერებაში, ისევე, როგორც ვამაყობ მისი სამოქალაქო და საზოგადოებრივი აქტიურობით,“ – ნათქვამია ქნიშის განცხადებაში.

ცნობისთვის, BILD-ის მიერ გამოქვეყნებული ვრცელი სტატიაში მიმოხილულია გერმანიის ელჩის კონტრავერსიული გადაწყვეტილებები და განცხადებები, რომლითაც ის მუდმივად გამოხატავდა კეთილგანწყობას მმართველი პარტიის მიმართ, მაშინ, როდესაც ის ღიად უპირისპირდებოდა არასამთავრობო სექტორს.

 

პოპულარულები