საქართველოში გერმანიის ელჩმა, ბარბარა ფოსმა რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური პროტოკოლის დირექტორატის დირექტორს, ზურაბ დარჩიაშვილს
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ასლების გადაცემის ცერემონიის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველოსა და გერმანიას შორის არსებული ურთიერთობების მნიშვნელობას
