„შტურმი კი არ მივიტანეთ, ჩვენ ვამბობთ იმ სიმართლეს, რომელი სიმართლეც ზედაპირზე დევს“- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ირაკლი ქადაგიშვილი სახალხო დამცველზე საუბრისას თქვა და აღნიშნა, რომ მმართველი გუნდის მხრიდან ომბუდსმენზე თავდასხმა არ ხდება.
მისი განცხადებით, ლომჯარია ცდილობს ციხიდან გამოიხსნას, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და ამბობს, რომ ეს არ არის სახალხო დამცველის არც მანდატი და არც ფუნქცია.
„ნინო ლომჯარია უნდა იყო სახალხო დამცველი და არა ერთი პოლიტიკური აქტორის პოლიტიკური პარტიის ინტერესების გამტარებელი და არ უნდა გააკეთოს ის ქმედებები, რომლის მიზანიც არის, რომ პატიმრობიდან დაიხსნას რამენაირად სააკაშვილი. ეს არ არის სახალხო დამცველის არც მანდატი და არც ფუნქცია,“ – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
ლომჯარიამ დაადასტურა ჩვენი ეჭვები, რომ პირდაპირ ჩართულია პოლიტიკურ პროცესებში: მაჭარაშვილი