LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კახა კანდელაკი: „შაკირამ კულისებში ვარდისფერი ჯაკუზი მოგვთხოვა, რომელიც დავუდგით…“

763
kandelakishakira

„ისთერნ ფრომოუშენსის“ წარმომადგენელი, კახა კანდელაკი „აკუსტიკასთან“ იხსენებს შაკირას კონცერტს, რომელიც წლების წინ რიყეზე მისმა კომპანიამ ჩამოიყვანა და მის ერთ-ერთ მოთხოვნას, რომელიც კულისებში ვარდისფერი ჯაკუზის განთავსებას უკავშირდებოდა.

„ელტონ ჯონმა მოთხოვნებში ჩაგვიდო მცენარეები, რომლებიც კულისებში უნდა ყოფილიყო, სურათებიც გამოგზავნეს, სად რა უნდა დაგვედგა, რა ფერის იატაკი უნდა ყოფილიყო. პრინციპში, სარემონტო სამუშაოები გვჭირდებოდა…

შაკირას კი რიყეზე კულისებში ვარდისფერი ჯაკუზი უნდოდა. ჯერ რიყეზე, ტრიალ მინდორზე კულისები როგორი გასაკეთებელი იყო… მერე ვარდისფერი ჯაკუზი. წყალი ხომ უნდა მიგვეყვანა ადგილამდე. დაგვეხმარა „ბრიტიშ პეტროლეუმი“. 2007 წელი იყო. ვიქირავეთ დიდი სამშენებლო კოტეჯი, რომელიც ადგილზე დავდგით და კულისები სწორედ იქ მოვაწყვეთ…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g