LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროპელი ინვესტორები საქართველოში, ზეთისხილის სექტორში ფულის ჩადებას გეგმავენ

117
778dd3568a8881273dfc2178654b2523

24-26 ნოემბერს საქართველო ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს 114-ე სესიას, მრჩეველთა რიგით 57-ე საბჭოს სხდომას და ზეთისხილის საერთაშორისო დღეს მასპინძლობს, რომელიც იუნესკოს ეგიდით ტარდება.

საქართველოს ბიზნესასოციაციის ინფორმაციით, სხდომაზე, რომელიც მსოფლიო ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს ინიციატივით იმართება, ზეთისხილის სექტორის გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე მსჯელობენ. აღსანიშნავია, რომ ზეთისხილის ბიზნესის მთავარი მოთამაშეები და ქვეყნები ერთობლივ სამოქმედო გეგმაზე მუშაობენ.

ზეთისხილის საერთაშორისო საბჭო საქართველოში, კომპანია „სვანიძე ჰოლდინგისა“, პერსონალურად გიორგი სვანიძის ორგანიზებითა და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით იმართება.

„პანდემიის პერიოდში საქართველოსთვის მსგავსი დონის საერთაშორისო ღონისძიების მასპინძლობას დიდი მნიშვნელობა ენიჭება, რადგანაც ის ზეთისხილის ბიზნესის ყველაზე მნიშვნელოვანი გლობალური ღონისძიებაა“, – აცხადებენ საქართველოს ბიზნესასოციაციაში.

„საქართველო მზად არის ზეთისხილის ზეთის გამოხდის და წარმოების კიდევ უფრო განსავითარებლად. თბილისში იმყოფებიან ევროპელები, ბრიტანელები, საუდის არაბეთიდან, რომლებსაც ზეთისხილის სექტორში სურთ ინვესტიციის განხორციელება, რაც მეტად სასიხარულოა“, – აცხადებს ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს პრეზიდენტი გიორგი სვანიძე. ის, ამავდროულად, საქართველოში ზეთისხილის ასოციაციის დამფუძნებელი, პრეზიდენტი და საქართველოში ამ დარგის შემომტანია.

„მივესალმებით წევრი კომპანია „სვანიძე ჰოლდინგის“ და პერსონალურად გიორგი სვანიძის წარმატებას, ვინაიდან მსოფლიო ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს 114-ე სესიის ჩატარება მნიშვნელოვანია, როგორც ჩვენი წევრი კომპანიის განვითარებისა და წინსვლისთვის, ასევე სრულიად საქართველოსთვის. მოხარულნი ვართ, რომ ქვეყანაში იმყოფებიან ინვესტორები ამ დარგში მოწინავე ქვეყნებიდან და იმედს გამოვთქვამთ, რომ საქართველოს მიმართ კიდევ უფრო მეტი ინტერესი იქნება, რაც გააძლიერებს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას, ასევე შექმნის ახალ დასაქმების ადგილებსა და კიდევ უფრო მეტად დაეხმარება ზეთისხილის აგრიკულტურის განვითარებას საქართველოში“, – წერია ბიზნესასოციაციის განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g