ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე გიგი უგალავა დააკავეს. მთაწმინდის რაიონის პოლიციის ხელმძღვანელმა, გოგა მემანიშვილმა უგულავას განუცხადა, რომ ის ადმინისტრაციული მუხლით არის დაკავებული.
კერძოდ კი, 173-ე მუხლით, რაც პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.
შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინდარეობს, რომელსაც თავად ექსპრეზიდენტიც ესწრება.