LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქალაქო სასამართლოში 7 ნოემბრის საქმეზე პროცესი დაიწყო, რომელსაც მიხეილ სააკაშვილიც ესწრება

64
პირველი არხ

თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის პროცესი მიმდინარეობს. პროცესს ესწრება თავად ბრალდებული ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც.

საქმეს კოლეგია განიხილავს სამი მოსამართლის შემადგენლობით.

სასამართლოს შენობასთან იმყოფებიან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები. ადგილზე გაძლიერებულია უსაფრთხოების ზომები.

დღევანდელი სასამართლო პროცესი 7 ნოემბრის საქმეს ეხება. 7 ნოემბრის აქციის დარბევის, „ტელეიმედში“ შეჭრისა და მთაწმინდის პარკის ჩამორთმევის საქმეზე უფლებამოსილების გადამეტების ბრალდება წარდგენილი აქვთ მიხეილ სააკაშვილს, დავით კეზერაშვილს, ზურაბ ადეიშვილს, გიგი უგულავასა და ვანო მერაბიშვილს.

პროცესს მხოლოდ საზოგადოებრივი მაუწყებელი ესწრება. მათ რამდენიმე წუთის წინ გაავრცელეს ფოტო, სადაც ჩანს, როგორ გამოიყურება საქართველოს მესამე პრეზიდენტი შიმშილობისა და რეაბილიტაციის შემდეგ.

ვაფრთხილებთ აქციის ორგანიზატორებს – შსს განცხადებას ავრცელებს

გვარამია: კარგია, რომ ივანიშვილი ამას უყურებს – ის რომ იქნება ამ ქვეყნის პირველი პატიმარი, ასეთივე ღონისძიებები იქნება მიღებული

magti 5g