ვარკეთილში თავდაცვის მინისტრის მოადგილის, გიორგი ბუთხუზის სიმამრი მოკლეს. როგორც ფაქტის თვითმხილველები აცხადებენ, მამაკაცი ბრმა ტყვიას ემსხვერპლა.
მეზობლები ყვებიან, რომ შუა ხნის მამაკაცს გვერდით მდებარე კორპუსიდან ნასროლი ტყვია მოხვდა და ადგილზე გარდაიცვალა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში ვარკეთილში მომხდარი მკვლელობის ფაქტს ადასტურებენ, თუმცა გარდაცვლილის ვინაობაზე არ საუბრობენ.
როგორც შსს-ში აცხადებენ, პოლიციამ მკვლელობაში ბრალდებული პირი უკვე დააკავა.