LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბარბადოსი მსოფლიოს ახალი რესპუბლიკაა – ქვეყანამ ბრიტანეთის მონარქი მმართველობიდან ოფიციალურად მოხსნა

118
1

ბარბადოსი მსოფლიოს ახალი რესპუბლიკაა – სახელმწიფოს მეთაურის პოსტიდან ოფიციალურად მოხსნეს ბრიტანეთის მონარქი

მსოფლიოს რუკაზე კიდევ ერთი დამოუკიდებელი სახელმწიფო მოინიშნება – ბარბადოსი 279 000 მოსახლით, ბრიტანეთის დედოფალ ელისაბედ მეორის მმართველობაზე უარს აცხადებს და უახლესი რესპუბლიკა ხდება.

ბარბადოსმა რესპუბლიკად გამოცხადების გეგმა გასულ წელს წარადგინა, თუმცა ის თანამეგობრობის ფარგლებში დარჩება.

ერთა თანამეგობრობა დიდ ბრიტანეთსა და ყველა ის სახელმწიფოს აერთიანებს, რომელიც წარსულში ბრიტანეთის კოლონია, დომინიონი ან პროტექტორატი იყო.

სახელმწიფომ დიდი ბრიტანეთისგან დამოუკიდებლობა 55 წლის წინ გამოაცხადა, თუმცა ბრიტანეთის ყოფილი კოლონიის მეთაურის სტატუსს კვლავ ელიზაბეთ II ინარჩუნებდა.

მსოფლიოში ახალი რესპუბლიკის დაბადება იზეიმეს განსაკუთრებული ღონისძიებით, რომელიც ქვეყნის დედაქალაქ ბრიჯთაუნში გაიმართა.

დემ სანდრა მეისონმა საპრეზიდენტო ფიცი დადო, ცერემონიალს ესწრებოდნენ უელსის პრინცი – ჩარლზი და მომღერალი რიანა, რომელიც ბარბადოსელია.

ამავე ღონისძიებაზე პოპ-მომღერალ რიანას ბარბადოსის ეროვნული გმირის წოდება მიანიჭეს.

სიტყვით გამოსვლის დროს პრინცმა ჩარლზმა კარიბის ზღვის კუნძულის მონობის შემზარავ სისასტიკეზე ისაუბრა.

კარიბის ზღვის კუნძულზე პირველი ბრიტანული გემი 400 წლის წინ ჩავიდა.

ახალი გადაწყვეტილება კი ბარბადოსის ახალი ერის დასაწყისს უზრუნველყოფს და ბრიტანეთის მრავალსაუკუნოვან გავლენას ასრულებს – მათ შორის 200-წლიან გამოცდილებას, როდესაც კუნძული ტრანსატლანტიკური მონებით ვაჭრობის კერა იყო.

“მოვიდა დრო, ჩვენი კოლონიური წარსული ბოლომდე უკან მოვიტოვოთ. ბარბადოსელებს სახელმწიფოს ბარბადოსელი მეთაური სურთ.” – განაცხადა მეისონმა.

72 წლის დემ სანდრა მეისონი 2018 წლიდან კუნძულის გენერალ-გუბერნატორი იყო, ერთი თვის წინ კი ის პარლამენტმა ერის არჩეულ პრეზიდენტად გამოაცხადა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g