„ქართული ოცნების“ ლიდერი, ირაკლი კობახიძე „ლელოს“ ინიციატივას ეხმაურება და ამბობს, რომ ერთადერთი, რისგანაც სასურველია, მედია გათავისუფლდეს, სიძულვილია.
საუბარია „ლელოს“ ახალ ინიციატივაზე, რომლის თანახმადაც, მედია 3 წლით უნდა გათავისუფლდეს გადასახადისგან.
„ეს არის მორიგი სპეკულაცია. ერთადერთი, რისგანაც სასურველია, გათავისუფლდეს მედია, ეს არის სიძულვილი. ვუსურვებ ყველა მედიასაშუალებას, რომ მაქსიმალურად სიძულვილისგან გათავისუფლდეს“, — განაცხადა კობახიძემ ინიციატივის შეფასებისას.
რაც შეეხება „ლელოს“, პარტიის ერთ-ერთი წევრის, საბა ბუაძის თქმით, ამგვარი ნაბიჯის საჭიროება ქვეყნის მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობასთან ერთად ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივამ გამოიწვია, რომელიც აზარტული თამაშების შეზღუდვასა და აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვას ითვალისწინებს.