„შევხვდი საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის პრემიერებს, რათა განგვეხილა, როგორ გავაგრძელოთ რეფორმების ძალისხმევა ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალი სამიტის წინ“, – ამის შესახებ განცხადებას ევროსაბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი Twitter-ზე აქვეყნებს.
მისი განმარტებით, „ევროკავშირი აღმოსავლეთ პარტნიორობის ყველაზე სანდო პარტნიორია. რეფორმები, ადამიანის უფლებები და კანონის უზენაესობა ჩვენი თანამშრომლობის ქვაკუთხედია“.
„შევხვდი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, მოლდოვის პრემიერ-მინისტრ ნატალია გავრილიცასა და უკრაინის პრემიერ-მინისტრ დენის შმიგალს, რათა განგვეხილა, თუ როგორ გავაგრძელოთ რეფორმების ძალისხმევა ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალი სამიტის წინ“, – წერს შარლ მიშელი.
The EU is the Eastern Partnership’s most reliable partner.
Reforms, human rights and rule of law are the cornerstone of our cooperation.
Welcomed @GharibashviliGe @natgavrilita and @Denys_Shmyhal to discuss how to further advance reform efforts ahead of our upcoming EaP summit pic.twitter.com/JrfRwlFA6h
— Charles Michel (@eucopresident) November 30, 2021