LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

USAID/საქართველოს ბენეფიციარი მეწარმეების პროდუქციის საახალწლო გამოფენა-გაყიდვა თბილისში 5 დეკემბერს გაიმართება

1526
262599234-190288336651273-5267446497438840257-n

USAID/საქართველოს ბენეფიციარი მეწარმეების პროდუქციის საახალწლო გამოფენა-გაყიდვა თბილისში, 5 დეკემბერს დედაენის პარკში გაიმართება. მონაწილეობას მიიღებს 90-ზე მეტი ახალგაზრდა და პროფესიონალი მეწარმე როგორც თბილისიდან, ასევე ქვეყნის სხვადასხვა რეგიონიდან. გამოფენაზე დასწრება შეუძლია ყველა მსურველს, ვისაც აინტერესებს ქართული ნაწარმი და მხარს უჭერს მის განვითარებას.

გამოფენას დაესწრება აშშ-ს ელჩი კელი დეგნანი, USAID საქართველოს მისიის ხელმძღვანელი პიტერ უიბლერი, ასევე USAID-ის პროგრამების წარმომადგენლები და სხვადასხვა საერთაშორისო თუ ადგილობრივი ორგანიზაციებიდან მოწვეული სტუმრები. გამოფენაზე დამთვალიერებლებს საშუალება ექნებათ, გაეცნონ მეწარმეებს და მათ პროდუქციას და შეიძინონ სასურველი ნივთები. სტუმრების და განსაკუთრებით ბავშვების გასართობად მოწვეულნი არიან ანიმატორები, სახის მოხატვის ოსტატები და მსახიობები. გამოფენა იმართება USAID საქართველოს პროგრამების: USAID YES – Georgia-ს, USAID-ის ეკონომიკური უსაფერთხოების და USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამების ორგანიზებით.

ღონისძიებაში მონაწილე მეწარმეები სტუმრებს შესთავაზებენ: ხელნაკეთ აქსესუარებს, სამკაულებს, ტყავისა და თექის ნაწარმს,  სოფლის მეურნეობის პროდუქტებს (თაფლი, ჩურჩხელა, ჩირი, რძის ნაწარმი, და ა.შ.),  ქართულ ღვინოს,  ფერწერის ნიმუშებს, დეკორაციებს, ტანსაცმელს, ფეხსაცმელს, სათამაშოებს, მცენარეებს, ჩანთებს, თავის მოვლისა და კოსმეტიკურ საშუალებებს.

გამოფენა, რომელიც დაიწყება 14:00 საათზე და გაგრძელდება 20:00 საათამდე, ჩატარდება COVID19-ის რეგულაციების სრული დაცვით.

გამოფენის მიზანია მეწარმეების პროფესიული ზრდის ხელშეწყობა, საქმიანი ურთიერთობების გაღრმავება და მათი ბიზნესისა და პროდუქციის საზოგადოებისთვის გაცნობა. ამასთანავე, ღონისძიება მიზნად ისახავს საზოგადოების ინფორმირებულობას USAID/საქართველოს მისის და მისი საქმიანობის შესახებ საქართველოში. ღონისძიებაზე გაიცნობთ USAID/საქართველოს პროგრამებს – ახალგაზრდების და ქალ მეწარმეთა მხარდაჭერის პროგრამა საქართველოში (USAID YES-Georgia), ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამა და სოფლის მეურნეობის პროგრამა საქმიანობებს.

 

აშშ წამყვანი საერთაშორისო განვითარების სააგენტო USAID ხელს უწყობს საქართველოს  დამოუკიდებლად დაგეგმოს, დააფინანსოს და განახორციელოს ქვეყნის განვითარებისთვის საჭირო გადაწყვეტილებები. 1992 წლიდან USAID საქართველოს ისეთ დემოკრატიულ ქვეყნად გადაქმნაში უწყობს ხელს, რომელიც ინტერგრირებულ იქნება დასავლეთის პოლიტიკურ, უსაფრთხოების და ეკონომიკის ინსტიტუტებში. USAID-ის 35-ზე მეტი მიმდინარე პროგრამა მოიცავს შემდეგ მიმართულებებს: საქართველოს მავნე გარე ზეგავლენის წინააღმდეგ გაძლიერება, ანგარიშვალდებული მმართველობის ხარჯზე დემოკრატიული მიღწევების კონსოლიდაცია და მაღალანაზღაურებადი, მაღალხარისხიანი სამუშაო ადგილების შექმნა. დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ: https://www.usaid.gov/georgia

USAID YES – Georgia პროგრამის შესახებ: პროგრამა ხორციელდება ფონდი კრისტალის მიერ ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია ’’კრისტალთან’’ პარტნიორობით. 2015 წლიდან პროგრამა მხარს უჭერს ახალგაზრდების და ქალების მეწარმეობის განვითარებას. ამ პერიოდში 1700-ზე მეტმა ადამიანმა გაიარა ტრენინგ-კურსები, მათ შორის 90-მა მიიღო სტარტაპ დაფინანსება; პროგრამის ფარგლებში ახალგაზრდები და ქალი მეწარმეები იღებენ ცოდნას და საკონსულტაციო მომსახურეობას ფინანსების, საბუღალტრო, საგადასახადო და იურიდიულ საკითხებთან დაკავშირებით.

ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის შესახებ: 5 წლიანი, USAID-ის მიერ $17.8 მილიონით დაფინანსებული პროგრამა ხორციელდება DAI Global-ის მიერ. პროგრამის მიზანია სოფლის მეურნეობის მიღმა არსებული სექტორების განვითარების ხელშეწყობა, რომელთაც სამუშაო ადგილების შექმნის, ინვესტიციების მოზიდვის, მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოებისთვის შემოსავლების ზრდის პოტენციალი გააჩნიათ.

USAID – ის სოფლის მეურნეობის პროგრამის შესახებ: პროგრამა ბაზარზე ორიენტირებულ მცირე და საშუალო ზომის საწარმოებს, დარგობრივ ასოციაციებს, მომსახურებისა და კონსულტაციის მიმწოდებლებს უზრუნველყოფს 7.4 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის თანაინვესტირებით და გაუწევს მათ ტექნიკურ დახმარებას, რაც ხელს შეუწყობს კონკრეტული დარგების გაძლიერებასა და ამ დარგების ღირებულებათა ჯაჭვში არსებული ხარვეზების აღმოფხვრას. „USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამა“ შედგება ორი ინტეგრირებული, ურთიერთდამოკიდებული კომპონენტისგან, რომლებიც მიმართულია ღირებულებათა ჯაჭვის პრიორიტეტების განსაზღვრისა და რისკების შეფასებისკენ, რაზეც დამოკიდებულია შემოსავლების ზრდა, ახალი სამუშაო ადგილების შექმნა და  მცირე და საშუალო საწარმოების მდგრადი განვითარება. პროგრამა ორიენტირებულია მხოლოდ შერჩეული ღირებულებათა ჯაჭვების (კენკროვანი კულტურები კივის ჩათვლით, მწვანილი, კურკოვანი ხილი, თესლოვანი ხილი (ვაშლი), მალფუჭებადი ბოსტნეული, მანდარინი, სუფრის ყურძენი, კაკალი, ფსტა და ნუში)  ხელშეწყობაზე. https://www.facebook.com/apgeorgia.org/

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g