LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

9 რჩევა ჯანსაღი ცხოვრების სტილისთვის

134
landing-healthy-living

ჯანსაღი ჩვევების ყოველდღიურ ცხოვრებაში დანერგვით ჯანმრთელობას ძალიან დიდ სამსახურს გაუწევთ, ნაკლები იქნება იმის შანსი, რომ დიაბეტმა, გულის დაავადებებმა ანდაც კიბომ შეგაწუხოთ. თუმცაღა, სწორი რიტმის არჩევა საკმაო ძალისხმევას მოითხოვს.
ჯანსაღი ცხოვრების სტილისთვის რამდენიმე მთავარი რჩევა ასე გამოიყურება:

1. დაბალანსებული დიეტა
თქვენი რაციონი საკმაოდ დატვირთული უნდა იყოს – ხილი, ბოსტნეული, თხილეული, ხორცი, კვერცხი, რძის ნაწარმი. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სეზონური ხილ-ბოსტნეულის მირთმევა.
შეამცირეთ მარილის, შაქრის მოხმარება. ასევე კარგი იქნება თუკი რაციონიდან ნაკლებად ჯანსაღ ცხიმებსაც ამოიღებთ.

2. წყალი

დაიმახსოვრეთ, რომ დღეში 8 ჭიქა წყალი უნდა დალიოთ. თქვენი სხეულის 80% წყლისგან შედგება და წყალი მნიშვნელოვანია ორგანოების ფუნქციონირებისთვის, იმუნური სისტემის სიძლიერისა და კანის ჯანმრთელობისთვის.

3. რეგულარული ვარჯიში

შეეცადეთ, კვირის განმავლობაში ვარჯიშს 150 წუთი მაინც დაუთმოთ. იქნება ეს სეირნობა, სირბილი, ცურვა, პილატესი თუ წონებით ვარჯიში – არჩევანში შეზღუდული ნამდვილად არ ხართ.

4. ძილი

ძილსა და იმუნურ სისტემას შორის პირდაპირი კავშირია. 7-9 საათამდე ძილი კურნავს და აძლიერებს სხეულს, მენტალური და ფიზიკური ჯანმრთელობის გარანტია.

5. შეზღუდე ალკოჰოლი

ზედმეტი რაოდენობის ალკოჰოლს უამრავი დაავადების გამოწვევა შეუძლია. ამიტომ კარგი იქნება, თუკი თქვენს თავს სწორ ლიმიტებს დაუწესებთ.

6. არ მოწიო

სიგარეტი ფილტვის კიბოს უმთავრესი მიზეზია. გარდა ამისა, მწეველებს გულის დაავადებების გაჩენის რისკიც მეტი აქვთ.
ამასთან, უნდა გაითვალისწინოთ რომ მოწევით არამხოლოდ საკუთარ თავს აყენებთ ზიანს, არამედ გარშემომყოფებსაც.

7. დაიცავი თავი მზისგან
მზეზე ძალიან დიდი დროის გატარება კანის კიბოს გაჩენის რისკია. თუკი მზეზე ყოფნა გიწევთ, გამოიყენეთ დამცავი საშუალებები.

8. სტრესი
სტრესი რომ უამრავი დაავადების გამომწვევი მიზეზია, სიახლეს ნამდვილად არ წარმოადგენს. ამიტომ გააკეთეთ ყველაფერი, მისი დონის შესამცირებლად – სასიამოვნო ფილმები, მხატვრობა, სეირნობა, მუსიკა და მეგობრები.

9. უსაფრთხო სექსი

სექსუალურ ჯანმრთელობაზე ზრუნვა ზოგადი ჯანმრთელობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. დაიცავით თავი, რათა ათობით ვენერული დაავადებისგან იყოთ დაცული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები