“მთავარი პროკურორის კანდიდატურების თაობაზე მსჯელობა არის ზურგის შექცევა იმ მთავარი საკითხისთვის, რომელიც საზოგადოებამ ძალიან ნათლად დააყენა, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, მთავარი პროკურორის კანდიდატების შერჩევის პროცესი აქტიური საჯარო განხილვებით უნდა წარმართულიყო, რაც არ მომხდარა.
„მთავარი პროკურორის კანდიდატურების თაობაზე მსჯელობა არის გაქცევა იმ მთავარი საკითხიდან, რომელიც საზოგადოებამ ძალიან ნათლად და აქტუალურად დააყენა. ეს საკითხი მდგომარეობდა შემდეგში: უნდა მოხდეს პროკურატურის დეპოლიტიზება და მთავარი პროკურორი ისე უნდა შეირჩეს, რომ მას საზოგადოების მაღალი ნდობა ჰქონდეს.
ამ პერიოდის განმავლობაში ძალიან აქტიური საჯარო კონსულტაციები უნდა მომხდარიყო. მე რამდენადაც ვაკვირდები, ისე მოხდა კანდიდატურების დასახელება, რომ საზოგადოებრივი განხილვები არ ყოფილა. შესაბამისად, ცალკე კანდიდატურებზე მსჯელობა არის გაქცევა საზოგადოების მთავარი შეკვეთიდან, რომ ეს იყოს მაღალი საზოგადოებრივი ნდობით აღჭურვილი პროფესიონალი“, – განაცხადა მარგველაშვილმა.

პრეზიდენტის თქმით, იმ საკითხების გვერდზე გადადება მოხდა, რაც ამ პროცესში არასამთავრობო ორგანიზაციებმა წამოწიეს. როგორც მარგველაშვილმა აღნიშნა, იმისთვის, რომ რუსთაველის გამზირზე არ ვისმენდეთ ტრაგიკული ისტორიების საგას, საზოგადოებრივი ნდობით აღჭურვილი მთავარი პროკურორი გვჭირდება.
„არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ წამოწეული საკითხები უცებ გვერდზე გადაიდო და დავიწყეთ მსჯელობა კონკრეტულ კანდიდატურებზე. მე არც ერთ კანდიდატურაზე პოზიციას არ დავაფიქსირებ, რადგან მთავარი არის თვითონ პროცესის განხორციელება. იმისთვის, რომ ჩვენ არ ვისმენდეთ რუსთაველის გამზირზე ტრაგიკული ისტორიების მთელ საგას, რომლის მოსმენაც სამწუხაროდ მოგვიხდა, გვჭირდება საზოგადოებრივი ნდობით აღჭურვილი მთავარი პროკრური, რომელსაც გარდა მაღალი სანდოობისა, ექნება სისტემის შინაარსობრივი რეფორმის განხორციელების შესაძლებლობა,“ – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.