ნატალია ვოდიანოვა და გერმანიის ნაკრების ექს-კაპიტანი ფილიპ ლამი მუნდიალის ფინალში საჩემპიონო თასს გამოიტანენ.
თამაშის დაწყებამდე მსოფლიო თასს სწორედ რუსი ლამაზმანი მოდელი და წინა ჩემპიონატში ამ თასის მომგები გერმანელი ფეხბურთელი გამოაბრძანებენ.
ვოდიანოვასთვის ეს როლი ახალი როდია. სწორედ მან გაიტანა თასი წლევანდელი მუნდიალის გახსნით შეხვედრაში ესპანეთის ყოფილ მეკარე იკერ კასილიასთან ერთად.
მაინც შეგახსენებთ, რომ ლამი 4 წლის წინ გახდა ჩემპიონი, კასილიასი კი კიდევ 4 წლით ადრე.
ფინალი კვირასაა, საფრანგეთსა და ხორვატიას შორის. შესაბამისად მსოფლიო თასს ან უგო ლორისი ჩაიბარებს ან ლუკა მოდრიჩი.
თქვენ რომელი გგონიათ?…